ტელეწამყვანი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალიშვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოს აქვეყნებს და ასე ულოცავს მას დაბადების დღეს.
“დედას ნუცა 22ს… მერე რა, რომ ზამთარია…happy birthday, დე” – დაწერა ინსტაგრამზე მაია ასათიანმა.

ნუცა მახვილაძე დღეს 22 წლის გახდებოდა. გოგონა რამდენიმე წლის წინ, საფრანგეთში მენინგიტის შედეგად დაიღუპა. მისი გადარჩენა ევროპელმა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ქალიშვილის დაბადების დღეს მაია ასათიანი დედაოსთან ერთად ატარებს. მან პირად გვერდზე დედა სიდონიასთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც ტელეწამყვანისთვის მნიშვნელოვან დღეს მის გვერდით დგას.







