ჯგუფ “ნიუტონის” ცნობილი დრამერი, ლევან ჯოჯო აბშილავა, სოციალურ ქსელში, ქუჩაში ძაღლების ალიკაპის გარეშე გაყვანის შესახებ წერს.
ლევან ჯოჯო აბშილავა: – მთელი კაცობრიობა “ნამორდნიკებით” დადის და აქ ელემენტარული ვერ მოხერხდა, რომ ძაღლების ქუჩაში გამოყვანა “ნამორდნიკის” გარეშე არ შეიძლებოდეს. წეღან ვუყურებდი, როგორ გაიწია საკმაოდ დიდი ძაღლი ბავშვისკენ ძალიან აგრესიულად და პატრონი მესიჯობდა და ძლივს მოასწრო რეაგირება. ვერ აახევდა პირიდან იმ ბავშვს პატრონს რომ ვერ მოესწრო!!!
ამ ქუჩის უპატრონო ძაღლების ამბავსაც ვინ უნდა მიხედოს. აი, ჩემი ფანჯრების წინ რომ ყოველ ღამით გაუჩერებლად რო ტვინს ხნავენ. თან საკმაოდ აგრესიული ძაღლები არიან და ქმნიან საშიშროებას, რომ ვინმე შეიძლება დაგლიჯონ კიდეც.
ხოდა, ახლა აქ “ჯააან” ცხოველთა დამცველ-მოყვარულ-მიცლილთა საზოგადოება ნუ შემომესევით რეჩებით. ძაღლი ზოგადად ბევრ ადამიანზე მეტად მიყვარს რომ იცოდეთ. უბრალოდ ძალიან გაუსაძლისი და აუტანელია ყოველ ღამე, მთელი ღამე რომ ტვინი მე….ნება.
ხოდა, მიხედოს ვინმემ “სტაიანშიკებსაც”, ძაღლუკებსაც და დააბინავოს თავშესაფარში და უპატრონონ. ჩვენც დავისვენებთ და მაგათაც ეშველებათ.







