ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილმა ბილი აილიში ჭარბი წონის გამო გააკრიტიკა. მომღერალი კრიტიკამ ძალიან გააღიზიანა და გადაწყვიტა კომენტარების ავტორთათვის შესაბამისი პოსტით ეპასუხა.
მომღერალმა სოციალურ ქსელებში პოპულარული ტიკტოკერის, Duru-ს ვიდეო გააზიარა, რომელშიც ახალგაზრდა ქალი საუბრობს იმაზე, რომ ჩვეულებრივი და სავსებით ნორმალურია, როდესაც გაქვს მკერდი, მუცელი და რომ მიუღებელია ქალის სხეულის განივთება.

აღნიშნული ვიდეოს გაზიარებით, ბილიმ ერთგვარი პასუხი გასცა მისი სხეული ფორმებთან დაკავშირებული ნეგატიური კომენტარების ავტორებს.






