კეიტ მიდლტონმა და პრინცმა უილიამსმა უკრაინის პრეზიდენტს პირველ ლედისთან ერთად უმასპინძლეს. შეხვედრა სასახლის მთავარ დარბაზში შედგა. ჰერცოგინიას ოფიციალურ მიღებაზე Emilia Wickstead-ს კაბა ეცვა, ხოლო უკრაინის პირველ ლედის თეთრი სადა კაბა და პიჯაკი ემოსა.

შეხვედრაზე სამედიცინო პირბადე არცერთ მხარეს არ ეკეთა, თუმცა დაცული იყო სოციალური დისტანცია. კეიტ მიდლტონმა და პრინცმა უილიამსმა უკრაინის პრეზიდენტს და მის მეუღლეს, დედოფალ ელიზაბეტის სახლით უმასპინძლეს, რომელიც სასახლეში იმყოფებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ოფიციალურ მიღებებზე იშვიათად ჩნდება.

მას შემდეგ, რაც ინგლისში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი შემცირდა და შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა, ჰერცოგი და ჰერცოგინია აქტიურად ჩაებნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში.
კეიტ მიდლტონი დერბის უნივერსიტეტს სტუმრობდა.

კეიტ მიდლტონმა და პრინცმა უილიამსმა სტუმრებს ხელი არ ჩამოართვეს, რასაც პანდემიამდე აკეთებდნენ. ისინი ფეხზე წამოდგომით მიესალმნენ სტუმრებს.
ვლდიმერ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ორი დღით იმყოფება, ხუთშაბათს ის და ბორის ჯონსონი თავისუფალი ვაჭრობის და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ.






