ზურას მდგომარეობა კვლავ მძიმეა – ამის შესახებ ზურა დოიჯაშვილის მეგობარი ბესო ჩუბინიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
მისი თქმით, მდგომარეობა არ გამოსწორებულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურასთვის ბინის ყიდვას აპირებდნენ მეგობრები რასაც ბესო უარყოფს.
„ეს ვიღაცამ გაავრცელა და არის აბსოლუტური ტყუილი. დათო ოქიტაშვილის სახელით წავიკითხე და ვიცოდი, რომ ტყუილი იყო და არც გამიგია და არც ჩატარებულა სამწუხაროდ. ერთადერთი რასაც ვაკეთებთ მეგობრები პეტიცია დავწერე და კალაძეს შევუტანე და რამდენადაც ვიცი ჯერჯერობით არაფერია. 15 000 ადამიანის ხელმოწერა შევაგროვე. იქნებ რამით დაეხმარონ თუ ბინით არ დაემხარებიან“,- აცხადებს ბესო ჩუბინიძე.
ცნობისთვის, მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში, აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მას გულზე ოთხი შუნტირება აქვს გაკეთებული.






