სოციალურ ქსელში გუშინ ახალი ინფორმაცია გავრცელდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არჩევნებში ის “ნაციონალური მოძრაობის” სიით იღებს მონაწილეობას.
“პრაიმამბები” ნინო სუხიშვილს დაუკავშირდა და მის გარშემო აგორებულ ჭორებზე კომენტარი სთხოვა.
ინფორმაცია მან ჩვენთან საუბარში უარყო.
“სიებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის ფეიკი, ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს” – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” სიაში ვიხილავთ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს, თუმცა ეს ინფორმაციაც არასწორი აღმოჩნდა.







