უნგრეთში პოპულარული ზღაპრები ახლებური ვერსიით გამოვიდა, სადაც ავტორების თქმით სრული ტოლერანტობაა დაცული. ავტორების გასაკვირად, როგორც კი ზღაპრები წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა, იმ დღესვე 1500 ეგზემპლარი გაიყიდა, ამიტომ 15 000 წიგნი უმალ ჩაუშვეს დასაბეჭდად.

ლგბტ ზღაპრების მოთხოვნით, ინტერნეტში მოწოდებები გაჩნდა, მათ შორის ცნობილი ადამიანებისგან, თუმცა მოწინააღმდეგეების რიცხვი უფრო ნაკლებია, მათთან შედარებით, ვინც ამ გადაწყვეტილებამ აღაფრთოვანა.
ლგბტ-ზღაპრების გამოცემას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრიც. “უნგრეთი ტოლერანტული ქვეყანაა, როცა საქმე ეხება ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. დატოვეთ მარტო ჩვენი შვილები” – განაცხადა ვიქტორ ორბანიმ.

წიგნში სულ 17 ზღაპარი შევიდა. ლგბტ ზღაპრების მიხედვით კონკია შავკანიანი გეი-ბიჭი გახდა, რომელმაც თავისი პრინცი იპოვა. მუქი ფერის მქონე გახდა ფიფქია. ლესბოსელი აღმოჩნდა თოვლის დედოფალი, ხოლო პოსეიდონს ახალგაზრდა მამაკაცი შეუყვარდა. რაც შეეხებათ ირმებს, წიგნში ისინიც ლგბტ ირმები არიან.






