ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

კახი კავსაძე – “სიკეთის სასწაული”…

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
აპრილი 27, 2021
- მთავარი ამბავი., ტოპ ნიუსი
0
კახი კავსაძე – “სიკეთის სასწაული”…
117
გაზიარება
649
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

86 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. კახი კავსაძე თითქმის ორი თვის მანძილზე მკურნალობდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

კახი კავსაძეს წლების წინ, მძიმე სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა და იქ მომხდარი სასწაულის შესახებ ერთ-ერთ ჩანაწერში ისაუბრა.

ასევე იხილეთ

„სულ თან ჰყავს მამიკო“ – ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ვიქტორიასა და დათო კოდუას ურთიერთობაზე

„აი, ძალიან რომ მიყვარსო“ – ნახეთ რომელი პოლიტიკოსის ფოტოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

რთული პერიოდი მაქვს… ყოველდღე ვიბრძვი, რომ კარგ განწყობაზე ვიყო – ალექსანდრა პაიჭაძე

თქვენ რამდენი წლის გეგონეთ? – ანანო სახელაშვილმა გამომწერები გააოგნა

– ცუდი დაავადება დამიდგინეს – სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვები რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს კახიო… ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება… ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, ამხელა გზაზე, თანაც სამკურნალოდ ისე ნუ წახვალ, ვიდრე მამაო არ დაგლოცავსო. მამაოს დავურეკე, დამლოცე-მეთქი… იმან კიდევ, – ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა, კახი უნდა დავლოცოო… გამიხარდა…
დამლოცა პატრიარქმა. თავზე ხელი დამადო – დალოცვილი იყავიო… ახლა წამოდი ზემოთ ვიტრაპეზოთო. ზემოთ უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს. ამას ხელი არავინ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდო…
ძლივს წამოვათრიე ის ტორტი, ერთი კვირა ჭამდა მთელი ჩემი სანათესაო და სამეზობლო…

გერმანიაში საავადმყოფოს ერთ-ერთ კაბინეტში ვზივარ და ექიმს ველოდები. კაბინეტში პუნქტუალური გერმანელი ექიმი შემოვიდა. სამედიცინო საწოლზე გამშოტეს. ძალიან უსიამოვნო პროცედურას მიტარებენ… ორგანიზმში რაღაც ნათურებიან მილებს მიდგამენ და ექიმი დათვალიერებას იწყებს. სულ 5-წუთიანი პროცედურაა… 5-წუთიანი პროცედურა ჯერ 10 წუთს გაგრძელდა, შემდეგ – 20 წუთს. დაფიქრებული ექიმი წამოდგა და მეორე ექიმი მოიყვანა. ახლა იმან დაიწყო უცნაურ მილში ჭიტინი, 5 წუთი, 10, 15… მერე გერმანელები ერთმანეთს მიუბრუნდნენ. აინ, ცვაინ, დღაინ, ნდღვა მუნდღვა, დღინ დღუნ… (კახიმ გერმანული არ იცის, მაგრამ არტისტია, გერმანელებს ბაძავს) ბოლოს მითხრეს, არაფერი გჭირსო… ეს იმიტომ, რომ აქ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. გაკვირვებულებმა შემომხედეს, გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, რომ ფიქრობდნენ: ეს ცოტა ვერ არისო… გავუმეორე, იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. თქვენ სასწაულის გჯერათ? – მეკითხება გერმანელი ექიმი… მე სიკეთის ძალის მჯერა – ვეუბნები მას და ვემშვიდობები. ზურგს გერმანელი ექიმების ეჭვიანი მზერა მიწვავს…

თბილისში მოვფრინავ… ისევ ლადოს ექოსკოპიის კაბინეტში ვარ გაშოტილი. მან გერმანული ამბებისა არაფერი იცის… გაშტერებული მიყურებს, სასწაულია პირდაპირ, საწაული! არაფერი გაქვს, კახი, არაფერი…
სინამდვილეში არაფერი სასწაული არ მომხდარა. სიკეთის ძალამ გააქრო და დაშალა ბოროტება…

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

Slider 3

„სულ თან ჰყავს მამიკო“ – ალექსანდრა პაიჭაძე პატარა ვიქტორიასა და დათო კოდუას ურთიერთობაზე

- Prime Ambebi
იანვარი 4, 2022
ვერ სუნთქავს უჩემოდ და იმანაც იცის, რომ მეც ასე ვარ – გია სურამელაშვილი სიყვარულზე 
Slider 1

„აი, ძალიან რომ მიყვარსო“ – ნახეთ რომელი პოლიტიკოსის ფოტოს აქვეყნებს გია სურამელაშვილი

- Prime Ambebi
დეკემბერი 27, 2021
რთული პერიოდი მაქვს… ყოველდღე ვიბრძვი, რომ კარგ განწყობაზე ვიყო – ალექსანდრა პაიჭაძე
სიახლეები

რთული პერიოდი მაქვს… ყოველდღე ვიბრძვი, რომ კარგ განწყობაზე ვიყო – ალექსანდრა პაიჭაძე

- Prime Ambebi
ნოემბერი 24, 2021
თქვენ რამდენი წლის გეგონეთ? – ანანო სახელაშვილმა გამომწერები გააოგნა
Slider 1

თქვენ რამდენი წლის გეგონეთ? – ანანო სახელაშვილმა გამომწერები გააოგნა

- Prime Ambebi
ნოემბერი 24, 2021
საკუთარ თავზე დაქორწინებული ქალი განქორწინდა
Slider 2

საკუთარ თავზე დაქორწინებული ქალი განქორწინდა

- Prime Ambebi
ნოემბერი 24, 2021
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved