ქართველი ფოტომოდელი კესარია აბრამიძე, საბავშვო ჩელინჯში ჩაერთო და სოციალურ ქსელში მისი ბავშვობის ფოტოები გამოაქვეყნა.
კესარიას ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მისი გამომწერები ფოტომოდელის გარეგნობით აღფრთოვანებულები არიან.
კესარია აბრამიძის გარეგნობაზე თბილისში ათასი ჭორ-მართალი დადის, ამბობენ, რომ მას სახეზე უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა მისი ბავშვობის ფოტოებმა ყველა ჭორს პასუხი გასცა.
კესარია აბრამიძე დედის ასლია, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს, თუმცა ქალიშვილების სანახავად თბილისში ხშირად ჩამოდის.
კესარიას უმცროსი და ჰყავს, რომელიც პროფესიით იურისტია.

