თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ 10 ადამიანს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება გადასცა.
წოდება ქართველ კლასიკოსს გურამ დოჩანაშვილს და 9 ქართველ ექიმს გადაეცა.
ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ხატია სიჭინავა.
“გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის მე3 ფაზაში, მოახერხეს სრულიად ადამიანების დაფსიხოზება და ისწავლეს ცხვრებივით თვლა საქართველოს მოსახლეობის, დაჯილდოვდნენ საპატიო თბილისელის წოდებით , და კიდევ ბევრი წოდება ელით წინ. აი ბატონი გურამი რა შუაში იყო ამ გაუგებრობაში მართლა ვერ მივხვდი” – წერს ხატია სიჭინავა.
მოგვიანებით, ხატიამ ექიმებს ექიმ-ტერორისტები უწოდა.
“რა შუაშია გურამ დოჩანაშვილი და 9 ექიმ ტერორისტი?” – დაწერა კომენტარში.






