უკვე 17 წელია ლეგენდარულმა მოდელმა კრისტი ტარლინგტონმა მოდელობაზე უარი თქვა და ახლა დროს მხოლოდ ოჯახს და ქველმოქმედებას უთმობს.
მისთვის გადამწყვეტი 2003 წელი აღმოჩნდა, როდესაც მშობიარობისას ფაქტიურად მოკვდა, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა.
ამის შემდეგ დაარსა ფონდი Every Mother Counts, რომელიც დედებს ეხმარება და ხელმოკლე ორსულებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღებაში ეხმარება.
პანდემიის დროს, კრისტი ტარლინგტონი გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ის სამუშაო ჯგუფში ჩასვა, რომელიც პანდემიის დროს უსაფრთხო მშობიარობის საკითხებზე მუშაობდა.
ის ახლა უკვე თვითიზოლაციაშია საკუთარ სახლში.
“ბოლო დროს რთული იყო ოპტიმიზმის შენარჩუნება. როდესაც ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა, დიდხანს ვფიქრობდი რა შემეძლო გამეკეთებინა. როგორ მოვქცეულიყავი? შემდეგ წავედი და სახალხო პროტესტს შევუერთდი.
ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს არასასიამოვნო კითხვები: საკმარისია რასაც ვაკეთებ? არა!
მეტი შემიძლია? რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სოციალურად დაუცველი მომავალი დედები თუ რასობრივი დისკრიმაციის საკითხები.
კოვიდმა დაგვანახა, რას ნიშნავს კრიტიკულ მომენტში დახმარების გარეშე დარჩენა. ყველას უნდა გვქონდეს ემპათია” – განაცხადა კრისტი ტარლინგტონმა.