კაილი ჯენერის სკანდალები არ აშინებს, მაგრამ არ გგვგონია ეს შაბათი მისთვის კარგ მოგონებად დარჩეს.
უმდიდრესმა ვარსკვლავმა შაბათს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შოპინგზე წასვლა გადაწყვიტა, სადაც სხვა მომხმარებელმა შენიშნა და ყველაფერი ამის შემდეგ დაიწყო.
კაილი ჯენერის ავტოსადგომზე საკუთარ ავტომობილთან ცხოველთა უფლებების დამცველები დახვდნენ, რომლებმაც ვარსკვლავს წარსულის “ცოდვები გაუხსენეს”, კერძოდ ის პერიოდი როდესაც ის ბეწვეულით იმოსებოდა და მეგობრებთან ერთად ბეწვის ქურქებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა: მონსტრი ხარ! – სკანდირებდნენ ისინი.





