ქალებს ძალისმიერ სპორტში, საქართველოში იშვიათად შეხვდებით, თუმცა ყველა მანდილოსანი ვინც სპორტშია არაერთი ტიტულის მფლობელია.
ამჯერად ნინო ოძელაშვილს გაგაცნობთ. ის სამბისტია, თუმცა ყურადღება სპორტის გამო არ მიიპყრო. მას უკრაინული და რუსული პრესა, ხშირად ასახელებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ ქალად.

ნინო სამბოში ევროპის ჩემპიონია. მან მსოფლიოს რამდენიმე წლის წინ, თავი ქართული ცეკვით დაამახსოვრა. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ტატამზე ქართული ცეკვა იცეკვა. ამით კი მის მეუღლეს შეუსრულა დანაპირები.









