მომღერალ ქეთა თოფურიას და 35 წლის დიპლომატის ლევ დენგოვის რომანი რუსული პრესის აქტიური თემაა. წყვილი რამდენიმე თვეა გრძნობებს აღარ მალავს და ძირითადად ერთმანეთის გარეშე ვერსად ნახავთ.
ქეთას გამომწერებს ინსტაგრამზე არ გამორჩენიათ ის ფაქტი, რომ რუსული ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავი თითქმის ყველა ფოტოზე ხაზს უსვამს უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედს, რომელიც მის ხელს ამშვენებს.

მომღერალს PeopleTalk-ის ადგილობრივი გამოცემა დაუკავშირდა, რომელსაც ვარსკვლავმა დაუდასტურა ნიშნობის შესახებ არსებული ჭორები.
როგორც გაირკვა, დენგოვმა ქართველ ლამაზმანს ხელი ორი თვის წინ სთხოვა და ისინი ქორწილისთვის ემზადებიან.

ქეთა თოფურიამ და ლევ დენგოვმა ერთმანეთი დიპლომატის დაბადების დღეზე გაიცნეს, სადაც “ასტუდიო” მღეროდა. კორპორატიული წვეულების დასრულების შემდეგ, მათი ურთიერთობა ტელეფონით გაგრძელდა და წყვილი უკვე დაოჯახებასაც გეგმავს.
კარანტინის პერიოდი მათ ერთად გაატარეს, ხოლო შემდეგ სამოგზაუროდ საფრანგეთის მდიდრულ კურორტებზე გაემგზავრნენ.

ინფორმაცია “პრაიმამბებმა” ქეთა თოფურიას ახლობელთანაც გადაამოწმა, რომელმაც დაგეგმილი ქორწილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.






