თანამედროვე დიეტები სულ უფრო კონცენტრირდება არა იმაზე რას ვჭამთ, არამედ როდის ვჭამთ.
ცნობილი ინტერვალური დიეტა, სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი. რა არის ე.წ. ცირკადული დიეტა, სტატიიდან შეიტყობთ.
ყველა ცოცხალი არსება განიცდის დღე-ღამის ბუნებრივი რიტმის ზემოქმედებას და სინქრონიზდება დროის ციკლთან, რომელიც ცირკადული რიტმის სახელით არის ცნობილი. შინაგანი საათის მიხედვით იცვლება სისხლის წნევა, მეტაბოლური პროცესები, გულისცემის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა და ჰორმონალური აქტივობა. ეს პროცესები, უმეტესწილად, შუადღით აღწევენ აქტივობის პიკს, ხოლო ღამით მაქსიმალურად მცირდებიან.
ცირკადული დიეტის მიზანია სინქრონიზაცია თქვენს ბიოლოგიურ საათთან. ეს მიდგომა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, განწყობის გაუმჯობესებას და თქვენი ცხოვრებაც უფრო ენერგიული ხდება.
ცირკადული დიეტა ჰგავს წყვეტილ მარხვას. იდეალური რუტინა ასე გამოყურება: თქვენ მიირთმევთ საკვებს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ამ დროის მანძილზე, თქვენ შეგიძლიათ ოთხჯერ მიირთვათ.

თუ აქამდე ცირკადილური დიეტით არ გისარგებლიათ და დამწყები ხართ, შეგიძლიათ, დილის 10 საათიდან 8 საათამდე იკვებოთ.
ექიმები გვირჩევენ საკვები იყოს დაბალანსებული, მიირთვით კვერცხი, ავოკადო, კენკრა, წიწიბურა და შვრია. ასევე იოგურტი.
სადილი უნდა იყოს უფრო მსუბუქი და შედგებოდეს ბოჭკოსგან, მეტი ცილისგან და ჯანსაღი ცხიმებისგან.
შეგიძლიათ მიირთვათ თევი, ფრინველის უცხიმო ხორცი და დიდი ულუფა ბოსტნეული.
სასურველი არ არის საღამოს ჩაის და ყავის დალევა.

როგორ მუშაობს ეს დიეტა?
თავდაპირველად შეჩვევა გაგიჭირდებათ, ზუსტად 2 კვირაში იგრძნობთ, როგორ გიხარიათ გაღვიძება, რადგან თავს ენერგიულად და მსუბუქად გრძნობთ.
მთელი დღის მანძილზე იქნებით ენერგიული. ამას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ თქვენ თქვენს სხეულს ზუსტად ისე ავსებთ, როგორც მისთვის არის საჭირო.
ცირკადული დიეტა, ხელს უშლის გულსისხლძარღვთა დაავადებების წარმოქმნას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და ანელებს დაბერების პროცესს.
გარდა ამისა ხელს უწყობს წონის ეფექტურ კლებას.






