სომხური წარმოშობის რუსი რეჟისორი სარიკ ანდრეასიანი, რომელმაც გადაიღო ფილმები – „სამსახურებრივი რომანი. ჩვენი დრო”, „დედები”, „ძარცვა ამერიკულად” და სხვა, ასევე სერიალი „ნაგიევი კარანტინში”, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, „ინსტაგრამზე“ მიმართავს. მისი პოსტის მთავარი გზავნილი იყო, რომ მან დაადანაშაულა უკრაინის ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელია სომეხი ბავშვების დაღუპვაში. მან მიანიშნა, რომ კიევმა, აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში ომის დროს, ფოსფორის ბომბები მიჰყიდა. ანდრეასიანი ზელენსკის მრავალი წელია იცნობს – უფრო მეტიც, ისინი მეგობრები იყვნენ. ანდრეასიანის თქმით, მასთან მეგობრობით, უკვე ვეღარ იამაყებს. 36 წლის რეჟისორმა, ინსტაგრამზე პოსტი გააზიარა (მოგონებები) და ზელენსკის ფოტოები გამოაქვეყნა. ანდრეასიანმა დაამატა, რომ 42 წლის ზელენსკის „სისხლიანი ხელები აქვს” და ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, ყირიმი სამართლიანად ეკუთვნის რუსეთს.
ყოველთვის ვამაყობდი, რომ ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შენი მეგობარი ვიყავი და ყველა ინტერვიუში ყოველთვის ვამბობდი, რომ დიდი გულის ადამიანი ხარ. გუშინ ფოსფორის ბომბების აფეთქებებით დამწვარი სომეხი ბავშვების სხეულებს გადავხედე და, როგორც აღმოჩნდა, თქვენ ჩვენ მეზობლებს მიჰყიდეთ, რათა მათთან მეგობრობა გაგემყარებინათ. მინდა გითხრათ: „იყავი თავაზიანი – ეს ადამიანურია”, მაგრამ აშკარად, როდესაც ამ „სკამებზე” ჯდები, მაშინ ყველაფერი ხდება ****** ყველაფერ ადამიანურს და კარგს, სადღაც წარსულში ტოვებთ… ბევრი უკრაინელი მეგობარი მყავს კალიფორნიიდან მოსკოვამდე, მაგრამ მე და ჩემი ხალხი, ვერ ვიამაყებთ მეგობრობით მათთან, ვისაც სისხლში აქვს ხელები და ასეთი ისტორიის შემდეგ, მინდა ვთქვა, რომ ყირიმი ჩვენია, – წერს ანდრეასიანი. ანდრეასიანის ხელმომწერებმა, თავის მხრივ, მხარი დაუჭირეს მას და ამგვარი განცხადებების თამამად საჯაროდ გაკეთებისთვის, მადლობა გადაუხადეს. „სარიკ, დიდი მადლობა, რომ არასდროს გეშინია შენი აზრის გამოთქმისა და წერის!“, „სარიკ, აღფრთოვანებული ვარ შენი სიმამაცითა და პატრიოტიზმით!“ – წერენ კომენტარებში. შეგახსენებთ, რომ სექტემბრის ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ დაიწყო კონფლიქტი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორი სახელმწიფო, მთიანი ყარაბაღის საკუთრებაზე იბრძვის, სადაც სომეხთა უმრავლესობა ცხოვრობს. მთიანი ყარაბაღი, არ არის სომხეთის ნაწილი, მაგრამ მას აკონტროლებს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. შემდგომმა დაპირისპირებებმა და უთანხმოებებმა, ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის, სამხედრო მოქმედებები გამოიწვია. ერევანი, ამ წამოწყებაში, ბაქოს ადანაშაულებს.












