რეპერმა და ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა კენი ვესტმა, არცევნებამდე 22 დღით ადრე, ინსტაგრამის პირად გვერდზე საარჩევნო კლიპი განათავსა.
ვიდეოში არტისტი ამერიკის შავთეთრი დროშის ფონზე დგას და სვამს კითხვებს: რა ბედი ელის ამერიკას? რა არის საუკეთესო ჩვენი ერისთვის? რა არის ნამდვილი სამართლიანობა? ამ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალს ერთად შევხედოთ.
ჩვენი მიზნების შესაქმნელად ჩვენ უნდა გვქონდეს ხედვა” – ამბობს რეპერი.

ვიდეოში ის ასევე საუბრობს რწმენის და ლოცვის მნიშვნელობაზე.
“ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რწმენით და მივაღწევთ მიზნებს. ძლიერ ქვეყანას ავაშენებთ, ძლიერი ოჯახების შექმნით. ოჯახები არის აგური, რომლითაც იქმნება საზოგადოება და ერი.
რწმენისკენ მოქცევით ჩვენ გავხდებით ისეთი ერი, როგორიც სურს ღმერთს” – ამბობს კენი ვესტი.







