ბესო ზანგურის და ნინუცა მაყაშვილის სკანდალის გარშემო, საზოგადოების ვნებათაღელვა ამ დრომდე არ წყდება. გუშინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა მსახიობმა ელენე მაცხონაშვილმა, რომლის თქმით, ზანგურმა ფიზიკურადშეყვარებულზე თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დროსაც იძალადა.
“დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში, ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე, ვნახე ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულ) გოგოს.
სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად!
“დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!” – წერს ელენე მაცხონაშვილი.












