ნუკი კოშკელიშვილი, ამერიკიდან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეოში ნუკი ამბობს, რომ ამერიკელებს ის უსახლკარო ჰგონიათ.
„აი, ასე ვარ სახლიდან გამოსული, ხალხო. ასე ვარ ასული ავტობუსში, „ბომჟივით“, ვახველებ, სპორტულები მაცვია. მიყურებენ და ფიქრობენ, ეს უბედური, უსახლკაროო… მე კიდევ ვზივარ და ვფიქრობ, ღმერთო, არის ქვეყანა, სადაც მე მიმყავს „ნიჭიერი“; ისეთი მაგარი ვარ, რომ „ნიჭიერი“ მიმყავს“ – ამბობს ნუკი.












