23 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე დაბადებული ადამიანები მშვილდოსნები არიან. ეს არის ცეცხლის ნიშანი, რომლის მფარველი პლანეტაც იუპიტერი გახლავთ.
1. ისინი არიან ყველაზე უფრო დიდი მოგზაურები სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით
2. მშვილდოსანს შეუძლია მარტივად ადაპტირდეს ცვლილებებთან და არ ეშინია სიახლეების.
3. მშვილდოსნების უმეტესობა ინტელექტით გამოირჩევა – ის საინტერესოდ მოსაუბრეა და ყველა საკითხის გარშემო აქვს გარკვეული ცოდნა.
4. ის ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანი გახდება თქვენთვის და არასოდეს გიღალატებთ
5. ყოველთვის არიან პატიოსნები.
6. ისინი ლიდერებად არიან დაბადებულები.
7. მათ შესანიშნავი უნარი აქვთ ადამიანების დეპრესიიდან გამოყვანის
8. ის არ იჩხუბებს, საკუთარ სიმართლეში სხვა მეთოდებით დაგარწმუნებთ.
9. მშვილდოსანი ვნებიანი და სექსუალურია.
10. ის ერთგულია და ერთ დღეს ყველამ რომ მიგატოვოთ, მშვილდოსანი იქნება ის, ვინ წყენის მიუხედავად, ხელს არ გაგიშვებთ.







