კვირა, აპრილი 2, 2023
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
თებერვალი 14, 2021
- მთავარი ამბავი.., სიახლეები, ჯანმრთელობა
0
“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს
283
გაზიარება
1.6k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

თვალის ბევრი დაავადება საწყის ეტაპზე მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მინიმალური სიმპტომებით, რასაც პაციენტთა უმეტესობა არ აქცევს ყურადღებას, სანამ  მხედველობის სერიოზულ დაქვეითებას არ გამოიწვევს.

საუკეთესო საშუალება იმისათვის რომ დავიცვათ ჩვენი მხედველობა ეს არის თვალის ექიმთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ მაინც, განსაკუთრებით 40 წლიდან იმ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები (როგორიცაა :შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება, აუტოიმუნური დაავადებები,…)

ასევე იხილეთ

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის

განსაკუთრებით საყურადღებო გახდა აღნიშნული საკითხი პანდემიის პირობებში, როცა ვრცელდება ცნობები, რომ კორონავირუსით ადამიანის დაინფიცირება შეიძლება მოხდეს თვალიდანაც.

რამდენად არის ეს შესაძლებელი, არის თუ არა მსგავსი ფაქტები ცნობილი. ასევე როგორ უნდა მოვუაროთ თვალს, მაშინ როცა ონლაინრეჟიმში მუშაობის გამო ხშირად გვიწევს ეკრანთან ურთიერთობა – ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ანა დვალიშვილი, ოფთალმოქირურგი, ასისტენტ–პროფესორი. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის  ხელმძღვანელი  

 – ქვეყნდება კვლევები, რომ ცხვირის და პირის ღრუს პარალელურად კორონავირუსი შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში თვალის საშუალებით. რას გვეტყვით ამაზე, ეს შესაძლებელია?

-კორონავირუსით  თვალიდან დაინფიცირების შესაძლებლობა რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ამ გზით დაინფიცირების შესაძლებლობა  ნაკლებია . უმეტეს შემთხვევაში დაინფიცირება ხდება პირის ან ცხვირის ღრუს საშუალებით.

აქტუალურია კოვიდის შემდგომი თვალის მხრივი გამოვლინებები, ხშირად მოგვმართავენ პაციენტები თვალების წვის, სიწითლის, უცხო სხეულის შეგრძნების, ქავილისა და ცრემლდენის ჩივილებით კოვიდ ინფექციის შემდგომ პერიოდში.

უმეტესად ეს არის თვალის წინა ზედაპირის ანთებითი პროცესები , რომლებიც მარტივად ექვემდებარებიან მკურნალობას.

არის შემთხვევები, როდესაც უფრო ღრმა შრეების ანთება ვითარდება უკვე გამოვლენილ და გართულებულ პაციენტებში.

– კორონავირუსის გამო ძალიან ბევრი სამსახური გადასულია ონლაინ მუშაობაზე, ასევეა სკოლები. ეს კი ბუნებრივია იწვევს კომპიუტერთან ან ტელეფონთან დიდხანს ყოფნას. რა სახის პრობლემები შეიძლება ეკრანთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ გამოიწვიოს?

– ნებისმიერ ეკრანთან ხანგრძლივი ურთიერთობა იწვევს მშრალი თვალის სინდრომს, ხდება თვალის ხამხამის გაიშვიათება და იწვევს სიმშრალეს.

ეს არის პროცესი, რომელიც გამოწვეულია თვალის ზედაპირის ცრემლით არასაკმარისი დატენიანებით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცრემლის რაოდენობრივი ან ხარისხობრივი ცვლილება ან ორივე ერთად.

მშრალი თვალის სინდრომი იწვევს თვალის წინა ზედაპირის გაღიზიანებას, ხოლო შორს წასულ და არანამკურნალებ შემთხვევაში მნიშვნელოვან ანთებით და ნაწიბუროვან ცვლილებებსაც კი. მშრალი თვალის სინდრომი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. გავრცელებულია ახალგაზრდებშიც, ხოლო 50-წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში მშრალი თვალის სინდრომი კლინიკურად მნიშვნელოვანადაა გამოხატული.

მშრალი თვალის სინდრომის მკურნალობა გულისხმობს თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენებას, რომლის შეძენა და გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე.

მშრალი თვალის სინდრომს  ყველაზე ხშირად თან ახლავს თვალების ტკივილი, წვა, ქავილი, ზოგ შემთხვევაში მხედველობის გარდამავალი დაბინდვა ,ე.წ “რეფლექსური ცრემლდენა“

– ხშირად ადამიანები ექიმთან კონსულტაციის გარეშე ყიდულობენ თვალის წვეთებს და კომპიუტერის ეკრანისგან დამცავ სათვალესაც კი. შეიძლება თვითნებური გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი იყოს?

– რაც შეეხება ექიმთან კონსულტაციის გარეშე თვალის დამატენიანებლი წვეთების შეძენასა და გამოყენებას, აღნიშნული მედიკმანტები იყიდება ურეცეპტოდ და ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია აღნიშნული წვეთების  როგორც შეძენა ასევე გამოყენება.

განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო ბავშვებში. პატარები დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან,  ტელეფონებთან და ტელევიზორთან. თუკი ვამჩნევთ რომ ბავშვები ახლოს მიდიან ტელევიზორთან, უწითლდებათ თვალები და ხშირად ისრესენ აუცილებელია ასეთ დროს ოფთალმოლოგის კონსულტაცია.

სათვალის თვითნებურად შერჩევა ხშირად იწვევს ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას, თავბრუსხვევას  და თავის ტკივილს, ამიტომ უმჯობესია ოპტიკურ  ცენტრებში ან კლინიკაში მოხდეს სათვალის საჭირო ნომრის დადგენა და დანიშვნა საჭიროების შემთხვევაში.

– შეუქცევადი სიბრმავის ძირითადი მიზეზი არის გლაუკომა, რა არის გლაუკომა და როგორ არის შესაძლებელი ამ დაავადების თავიდან აცილება?

 გლაუკომა — ეს არის თვალის ქრონიკული, ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც  ხდება მხედველობის ნერვის შეუქცევადი დაზიანება, პერიფერიული მხედველობის დაქვეითება და სრული  დაკარგვაც .

გლაუკომა სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და 40 წლის შემდეგ  მისი განვითარების რისკი უფრო დიდია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. გლაუკომის ყველაზე ხშირი ფორმა რომელიცაა პირველადი ღია კუთხოვანი გლაუკომა უმეტესად მიმდინარეობს  უსიმპტომოდ.

გლაუკომის მიერ გამოწვეული მხედველობის დაქვეითება არ ექვემდებარება აღდგენას და ამიტომაც მნიშვნელოვანია თვალშიდა წნევის წელიწადში ერთხელ მაინც გაზომვა. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება.

– გლაუკომის მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება?

– გლაუკომების მკურნალობა მიმართულია თვალშიდა წნევის დაქვეითებისაკენ. ამისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ მედიკამენტოზური, ლაზერული და ქირურგიული მეთოდებით.
გლაუკომის დიაგნოზის დადგენის შემდეგ ყველა პაციენტში ინდივიდურად ხდება მკურნალობის მეთოდის შერჩვეა.

მკურნალობასთან ერთად აუცილებელია ცხოვრების  ჯანსაღი რეჟიმის დაცვა,  ძლიერი ფიზიკური დატვირთვისაგან თავის შეკავება, ეკრანთან მუშაობა მიზანშეწონილია მხოლოდ განათებულ გარემოში, თავდახრილი მუშაობა, სიმძიმის აწევა არ არის რეკომენდირებული, შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს მარილიანი და ცხარე საკვები და წყლის დიდი რაოდენობით მიღება.

– შესაძლებელია თუ არა გლაუკომის პროგრესირების თავიდან აცილება?
– გლაუკომის პროფილაქტიკა მის პრევენციას გულისხმობს. მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირების შეჩერებისთვის და სრული სიბრმავის განვითარების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლაუკომის ადრეულ გამოვლენას და შესაბამისი ინდივიდუალური მკურნალობის დროულ დაწყებას.

აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს ოფთალმოლოგს პროფილაქტიკური გასინჯვისთვის. რაც გულისხმობს სრულიად არაინვაზიური მეთოდებით თვალების გამოკვლევას.

სამწუხაროდ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში პაციენტები მოგვმართავენ უკვე შორსწასულ და ტერმინალურ სტადიაში, მაშინ როდესაც მხედველობის აღდგენა ან არსებულის შენარჩუნება დიდ სირთულესთან არის დამოკიდებული ან თითქმის შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ადრეული დიაგნოსტირების პოპულარიზაციის მიზნით ინგოროყვას საუნივერსიტეტო  კლინიკა  იწყებს მოსახლეობის  საქველმოქმედო ოფთალმოლოგიურ სკრინინგ პროგრამას.

 

 

 

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის
სიახლეები

დაშვების სისტემა და კარის საკეტები თქვენი კომპანიის უსაფრთხოებისთვის

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
iPhone 11 და iPhone 12 – რა განახლებები აქვს Apple-ის გამორჩეულ ორ მოდელს?
სიახლეები

iPhone 11 და iPhone 12 – რა განახლებები აქვს Apple-ის გამორჩეულ ორ მოდელს?

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“პირველად, ამ დღეს, სხვის დაბადების დღეზე მივდივარ. წვეთ ალკოჰოლს ვერ დავლევ” – ნინო ნადირაძე ასაკს გვიმხელს

“პირველად, ამ დღეს, სხვის დაბადების დღეზე მივდივარ. წვეთ ალკოჰოლს ვერ დავლევ” – ნინო ნადირაძე ასაკს გვიმხელს

მარტი 24, 2021
როგორ გამოიყურება კახა კანდელაკისა და სოფო ჭყონიას 24 წლის ქალიშვილი

როგორ გამოიყურება კახა კანდელაკისა და სოფო ჭყონიას 24 წლის ქალიშვილი

აპრილი 20, 2021
ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ვიტანჯები უშენოდ! – ნანუკა გულუას ემოიცური პოსტი

ნოემბერი 26, 2021

არ გამოტოვოთ

ვინ არის ანა დოლიძის მეუღლე და როდის დაიწერა ჯვარი წყვილმა
Lifestyle

ვინ არის ანა დოლიძის მეუღლე და როდის დაიწერა ჯვარი წყვილმა

იანვარი 4, 2021
ვინ არის ანრი ჯოხაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი გოგო – მომღერალი ფოტოს აქვეყნებს
კვირის TOP 5

ვინ არის ანრი ჯოხაძის ცხოვრების მნიშვნელოვანი გოგო – მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

სექტემბერი 29, 2020
ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია – ვისზეა გამიჯნურებული ნიკა ალასანია
კვირის TOP 5

ლიკა ევგენიძის ყოფილი ქმარი შეყვარებულია – ვისზეა გამიჯნურებული ნიკა ალასანია

თებერვალი 14, 2021
„შლაპას“ კრიმინალური დინასტია – რატომ დააკავეს „კანონიერი ქურდის“ ძმა? (ფარული ჩანაწერი)
კვირის TOP 5

„შლაპას“ კრიმინალური დინასტია – რატომ დააკავეს „კანონიერი ქურდის“ ძმა? (ფარული ჩანაწერი)

დეკემბერი 28, 2020
თათია სამხარაძე ზურა ჯაფარიძეს უპირისპირდება
კვირის TOP 5

თათია სამხარაძე ზურა ჯაფარიძეს უპირისპირდება

ოქტომბერი 25, 2020
15 დღეში 13 კგ – ეს რეალურია! უნიკალური დიეტა, რომლის ეფექტურობაც მსოფლიოს ათასობით ქალმა გამოსცადა
Slider 1

15 დღეში 13 კგ – ეს რეალურია! უნიკალური დიეტა, რომლის ეფექტურობაც მსოფლიოს ათასობით ქალმა გამოსცადა

ოქტომბერი 2, 2021

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved