მსახიობ ნანა შონიას ქვეყანაში შექმნილი დღევანდელი ვითარება ძალიან აწუხებს. როგორც ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენელს უმუშევრობა მის ოჯახსაც შეეხო. ამის შესახებ მან ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა.
– ქალბატონო ნანა, როგორ ცხოვრობს თქვენი თეატრალური ოჯახი დღევანდელ რეალობაში?
– ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მე მსახიობი ვარ, ჩემი მეუღლე თეატრის მხატვარი. ორივე უმუშევრები დავრჩით.
ძალიან ვდარდობთ, მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული. ადამიანისთვის ძვირფასი თვისებაა მოთმინება, უნდა დავითმინოთ, ჯერჯერობით ეს არის ჩვენი გამოსავალიც და გადარჩენაც.
ბუნებით ძალიან მეოჯახე ვარ. მიყვარს როცა სახლში გარკვეული პროდუქტის მარაგი მაქვს, მიყვარს ბაზრში, მაღაზიებში სიარული. ვიცი სად იყდიება კარგი მჭადის ფქვილი, ყველი, ბოსტნეული, ხილი. ვცდილობ ჩემი ოჯახის წევრებს ყოველთვის ჰქონდეთ ოჯახური სადილი, ნოყიერი, მაგრამ ჯანსაღი. რადგან უპირატესობას, ხილს და ბოსტნეულს ვანიჭებთ.
ჯერჯერობით ამას ვახერხებთ, მაგრამ მაწუხებს ფიქრი – რა იქნება შემდგომ?






