მარტო ღმერთის იმედი მაქვს, მეტი არავის და არაფრის, განაცხადა ცეკვის სახელოსნო „თედასის” დამფუძნებელმა, ცნობილმა მოცეკვავე თეა დარჩიამ ტელეკომპანია „TV პირველის” ეთერში, სადაც პანდემიის გამო მოქმედი რეგულაციებისგან დაზარალებული სექტორის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ღიად ისაუბრეს პრობლემებზე.
„ზაფხულში, ასე ვთქვათ, რომ აგვიშვეს, წელებზე ფეხი დავიდგი, რომ მომეგროვებინა დაპაუზებული თანხა 24 000 ლარი. ოჯახში მარტო ვმუშაობ, ოთხი შვილი მყავს და მარტო ვარ ოჯახში, ვინც შემომტანია. წელებზე ფეხი დავიდგი, რომ გამესტუმრებინა ვალი. შვილების განათლებაზე 3–3 ათასი ლარი გავისროლე ჰაერში, რადგან ონლაინ გაკვეთილები რა არის, თქვენ ჩემზე კარგად იცით. ანუ ეს სექტემბერი და ოქტომბერი რაც მამუშავა სახელმწიფომ, ისევ მას მივეცი თანხა. დავრჩი ცარიელი”, – განაცხადა თეა დარჩიამ.













