შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 9 აპრილს ბრიტანეთის ისტორიაში არსებული ყველაზე გრძელვადიანი სამეფო კონსორტი – პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზი არ დასახელდა, ოჯახის განცხადებით, ედინბურგის ჰერცოგი ზედმეტი გართულებების გარეშე, უინძორის სასახლეში, მშვიდად გარდაიცვალა.
სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი ურთიერთობის მქონე წყვილი ყოველთვის ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. 18 წლის პრინცი ფილიპი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო კოლეჯში კადეტი იყო, როდესაც 13 წლის ელიზაბეთს ქორწილში პირველად შეხვდა. როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოებული წყარო აღნიშნავდა, მომავალ დედოფალს იმჟამინდელი პრინცი ერთი ნახვით შეუყვარდა.
დედოფალ ელიზაბეთზე დასაქორწინებლად პრინცმა ფილიპმა საკუთარ ტიტულზე უარი თქვა. შეყვარებულმა წყვილმა ნიშნობა 1947 წლის ივლისში გამოაცხადა, ურთიერთობა კი იმავე წლის 20 ნოემბერს ვესტმინსტერის სააბატოში ქორწილით დააგვირგვინა.