ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

9 აპრილს რუსთაველის თეატრის კარი კახი კავსაძემ გააღო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
აპრილი 27, 2021
- მთავარი ამბავი., სიახლეები
0
9 აპრილს რუსთაველის თეატრის კარი კახი კავსაძემ გააღო და უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
97
გაზიარება
539
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

კახი კავსაძის გმირობა 1989 წლის 9 აპრილს…

1989 წლის 9აპრილის მოვლენების დროს, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე იყო ბულგარეთში. მე იმ სპექტაკლში არ ვმონაწილეობდი და ამიტომ თბილისში დავრჩი. იმ დროს თეატრის პარტკომი გახლდით და ამიტომ ყველაზე მაღალი ადმინისტრაციული პოსტი მე მეკავა. დაიწყო და აგორდა მიტინგების ტალღა, მთელი დღე ქუჩაში ვდგევარ, თვალყურს ვადევნებ მოვლენების განვითარებას და ძალიან ვღელავ. როდესაც სიტუაცია ღამით ძალიან დაიძაბა, დაიწყო დარბევა, ვხედავ, ხალხი მორბის თეატრისკენ, მაშინვე ჭიშკარი გავაღებინე და ხალხის ეს უზარმაზარი ტალღა თეატრში შემოვუშვი.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ზოგს თავი ქონდა გაჩეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა ნაღრძობი, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ უმრავლესობა უფეხსაცმლოდ მორბოდა, ტანსაცმელ შემოხეული; შემდეგ ავიყვანე მცირე დარბაზში და ვუთხარი, რომ არავინ ქვემოთ აღარ ჩასულიყო, ყველანი ზემოთ ყოფილიყვნენ.

წამოვიდა ჯარი ერთ კედლად ჩაფხუტებით და ფარებით, სახე არ ჩანს, მე ვდგევარ ქუჩაში და ვუყურებ -მოდიან. მოვიდნენ ჭიშკართან, გაჩერდნენ და დავინახე პატარა, რუსი ბიჭები შეშინებული თვალებით, ა ,ესე შეშინებული თვალებით იყურებოდნენ და ამ დროს გაიცა ბრძანება -“ზაკრიც ვაროტა“, ჩვენც დავკეტეთ ჭიშკარი და მსახიობები აი აქ ,თეატრის ეზოში შევიკუჭეთ. შემდეგ გვესროლეს ცრემლსადენი ყუმბარა ერთი, რომ დავშლილიყავით, შემდეგ მეორე გვესროლეს. ცოტახანში მოვიდნენ რუსი კაგებეშნიკები და გვითხრეს, რომ თქვენ აქ ხალხს მალავთო, ჩვენ ვაჩვენეთ დიდი სცენა,- კი ბატონო მობრძანდით, ნახეთ… არა და ხალხი ჩვენ ზემოთ მცირე სცენაზე გვყავდა დამალული. როდესაც გათენდა, გავაღეთ გარდირობი, დავურიგეთ ხალხს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და გავუშვით სახლებში.

მე ვფიქრობ, რომ ეს დღე იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ ის დიდი “მახინა”, ის უზარმაზარი იმპერია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა -დაიმსხვრა… იწყება რაღაც ახალი, არ ვიცი როგორი, მაგრამ ახალი.
ყოველთვის რთული და მტკივნეულია ეს ახალიც, იქნება ისეთი ,როგორებიც ჩვენა ვართ.

მსახიობი კახი კავსაძე ( ნეტავ იქ თეატრი არის?)

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved