პორტუგალიელი ფეხბურთის ვარსკვლავი რონალდო დაღესტნელ მებრძოლს ხაბიბ ნურგმაგომედოვს ძმას უწოდებს.
რონალდო ახლა კოვიდინფიცირებულია პაციენტია და მკურნალობის კურსს გადის, თუმცა ფანებს პირდაპირი ეთერის საშუალებით ჩაერთო, სადაც არაერთ კითხვას უპასუხა.
მას ასევე ხაბიბის შესახებაც დაუსვეს კითხვა: რა თქმა უნდა ხაბიბი მოიგებს, ის ჩემი ძმაა, ინშალლაჰ – განაცხადა რონალდომ.
ხაბიბი ფეხბურთის დიდი გულშემატივარია, ის და რონალდო 2018 წელს დამეგობრდნენ, როდესაც ფეხბურთის ვარსკვლავმა მას საჩუქრად მისი ავტოგრაფით მაისური აჩუქა.
როგორც უცხოური პრესა წერს, თავისუფალ დროს რონალდო MMA-ით არის დაკავებული და ვარჯიშობს.
ის ასევე იცნობს, ხაბიბის კონკურენტს კონორს.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შერკინება 24 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიშია დაგეგმილი და UFC 254-ის ეგიდით შედგება. რუს მებრძოლს პროფესიულ კარიერაში 28-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, ამერიკელს კი 22 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.







