ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ქართველი გენერლის შვილიშვილის გზა ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონადან ოსკაროსანი რეჟისორი ცოლობამდე, PlayBoy-ს გავლით

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
ოქტომბერი 20, 2020
- კვირის TOP 5, მსოფლიო, სიახლეები, ტოპ ნიუსი
0
ქართველი გენერლის შვილიშვილის გზა ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგონადან ოსკაროსანი რეჟისორი ცოლობამდე, PlayBoy-ს გავლით
102
გაზიარება
564
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი საქართველოში ყველამ იცის. 1921 წელს გენერალი კვინიტაძე ხელმძღვანელობდა ჯარს რუსეთ-საქართველოს ომში. არსებული ინფორმაციით, გიორგი კვენეტაძის ნამდვილი გვარი ჩიქოვანია.

მართალია გენერალ კვინიტაძის შესახებ, თითქმის ყველა ადამიანმა იცის, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი მისი შვილიშვილის მარია დ’აბოს შესახებ, რომელსაც მსოფლიო კინოსამყაროში შესანიშნავად იცნობენ.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

მარია დ’აბო ლონდონში დაიბადა, მისი მამა ჰოლანდიელია. გოგონამ ბავშვობა პარიზში და ჟენევაში გაატარა. მისი დებიუტი კინოში 1983 წელს შედგა. მან ითამაშა ფილმში “ექსტრა”. მისმა პოპულარობამ კი პიკს 1987 წელს მიაღწია, როდესაც ითამაშა ფილმში “ნაპერწკლები თვალებიდან”, სადაც ბონდის მეგობარი გოგონას როლში იყო და მისი პარტნიორი ტიმოთი დალტონი გახლდათ.

ამის შემდეგ ის Playboy-ში გადაიღეს, რაზეც მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი შეცდომა იყო. მას შემდეგ მარია დ’აბომ არაერთ ფილმში ითამაშა, თუმცა ისეთი პოპულარობა რაც 1987 წელს გადაღებულმა ფილმმა მოუტანა, ვერცერთმა როლმა ვეღარ მისცა.

2003 წელს გენერლის შვილიშვილი, ოსკაროსან რეჟისორზე ჰიუ ჰადსონზე დაქორწინდა. მისი პირადი და შემქმედებითი ცხოვრება წარმატებით ვითარდებოდა, მაგრამ 2006 წელს მან ინსულტი მიიღო, რის გამოც დიდხანს გადიოდა რეაბილიტაციას.

მსახიობი არაერთხელ იმყოფებოდა საქართველოში, ერთ-ერთი ბოლო ვიზიტის დროს ღრმად მოხუცებულ დედასთან – ნანო კვინიტაძესთან ერთად ჩამოვიდა და ბაბუას არქივი და პირადი ნივთები ჩამოიტანა.

მსახიობი ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით საუბრობს ბებიასა და ბაბუაზე და მათთან ერთად გატარებულ წლებს ყველაზე საუკეთესოდ მიიჩნევს.

მარია დ’აბოს მოგონება

– ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი მოგონება ხუთი წლიდან იწყება, როდესაც პარიზთან ახლოს ვცხოვრობდით ბაბუასთან ერთად. მას საბჭოთა მმართველობა სდევნიდა. ჩვენი ოჯახის ძიძა, მოხუცი ქალბატონი ბაბალე აკეთებდა უგემრიელეს ქართულ მაწონს, შუშის ქილებში ასხამდა და სარდაფში ინახავდა. ეს იყო ჩემი საყვარელი საჭმელი და ერთი სული მქონდა, როდის შევჭამდი. როცა მარაგი თავდებოდა, ვღელავდი. მერე ბაბუამ ბიზნესი წამოიწყო – მაწონს ყიდდა. მაშინ საფრანგეთში ასეთი რამ არ იყო, ამიტომ ეს საქმე წარმატებული აღმოჩნდა.
ბაბუა მახსოვს ძალიან კარგად. მაშინ ის 90 წლის იყო. ერთად ბევრს ვიცინოდით. ძალიან თბილი ადამიანი იყო, “მალინკა დუშკას” მეძახდა.

 

Tags: მარია დ'აბო
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021
,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

,,რატომ ფეხი არ მომტყდა, შენს ინაუგურაციას რომ დავესწარი” – ხატია სიჭინავა

ნოემბერი 5, 2021
„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

„არაფერი არ მიჭამია, პატალა ვარ“ – კახა კალაძე ნიკოლასთან ერთად ერთობა 

ნოემბერი 26, 2021

არ გამოტოვოთ

რატომ დომუსის დასრულებული ბინები ვაკეში?
სიახლეები

რატომ დომუსის დასრულებული ბინები ვაკეში?

მაისი 28, 2024

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved