ცნობილი სასულიერო პირი, მამა პეტრე კოლხი გუშინ სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში მამა პეტრე ავტომობილს მართავს და მასთან ერთად საჭესთან ზის მისი 6 თვის შვილიშვილი ზუ.
სასულიერო პირი დააბულინგეს, რის გამოც მან პოსტი წაშალა.
„პრაიმამბები“ მამა პეტრეს დაუკავშირდა.
– რამენაირად კანონიც ვიცი და სამართალიც. იმ ადამიანების ფსიქიკის არ ვიცი არაფერი ვინც, მუდმივად ჩასაფრებულია სხვას ფეხი აუცდეს და ამაზე იქილიკოს, უშვერი სიტყვებით ლანძღოს. ფილტრაციასავით იყო ეს ვიდეო ჩემი მხრიდან. ვიდეო ჩემს სახლთან არის გადაღებული, ვიცი რომ ბავშვი საჭესთან არ შეიძლება, არაფერი შემშლია, ეს არ იყო შეცდომით და შემთხვევით. ეს იყო ჩემს უბანში სადაც ნაკლები მოძრაობაა და როგორც კი დავძარი მანქანა ბავშვი დედას გადავაწოდე.
ხალხი მხოლოდ ცუდს ხედავს, კარგზე თვალს ხუჭავს, მათ ნასროლ ქვებს იმ ტაძრის ასაშენებლად ვიყენებ, რომლის საძირკველიც მიწას არ დაეკარება. ერთადერთი რა ფუნქციაც ასეთ კომენტარებს აქვთ არის ჩემი გაძლიერება.
– საკმაოდ აღელვებული მეჩვენებით, რაც თქვენგან უჩვეულოა, რატომ?
– სწორად გამიგეთ, არ მინდა ჩემს თავს შეურაცხყოფა მივაყენო და ცუდი სიტყვები ვთქვა, მე რაც არ უნდა არ მომწონდეს ვიღაცის ქმედება, ჩავუვლი და მივდივარ. ხალხი კი სხვანაირად ხედავს. ასე უფრო მეტად გაბოროტდებიან ადამიანები, ცხოვრება ისეთი საინტერესოა სხვების გამოკიდებას ჯობია საკუთარ ცხოვრებას მივხედოთ.
– დაჯარიმდით?
– არა, მე ტრასაზე კი არ გავდიოდი, ჩემს სახლთან მეჯდა ბავშვი საჭესთან.
– რატომ წაშალეთ ვიდეო?
– აგრესიული კომენტარების გამო წავშალე ვიდეო, ხალხი ერთმანეთსაც შეურაცხყოფას აყენებდა, არ მინდა სათარეშო იყოს ჩემი ფეისბუქი, ამიტომ პოსტი წავშალე. მამა პეტრემ საკუთარ სახლთან შვილიშვილი რომ კალთაში ჩაისვა, ამის გამო არაა აგრესია, როგორც ტრამალის მგელი ეძებს ნადავლს, ზუსტად ასე არიან ჩასაფრებული, იქნებ ვინმეს რაღაც დაემართოს რომ ამაზე იქილიკონ და ამიტომაც არის ეს აგრესია. ხალხო დამშვიდდით.
– თქვენი ქალიშვილი, მარიამი გაბრაზდა მისი შვილის ვიდეოზე ასეთ კომენტარებს რომ წერდნენ?
– მარიამი მხოლოდ ხალისობს ამ ყველაფრით.
– გვიამბეთ თქვენი პირველი შვილიშვილის შესახებ, რატომ დაარქვით ზუ?
– იმდენად საინტერესო სიახლეა ჩემს ცხოვრებაში, ამან გამახალისა და სხვა კუთხით შევხედე ყველაფერს. ვერ შევეჩვიე ბაბუობას – ზუს ვეძახი. ძალიან მგავს, ჩემი პატარაობაა. მასთან ერთად ვუსურვებ მთელ საქართველოს დამშვიდდნენ და ცხოვრება გაილამაზონ.
ასე ბევრად მივაღწევთ ჩვენს სასურველ შედეგს.
რაც შეეხება სახელს, მარიამმა დაარქვა ზუ. ინსპირაცია არის იაპონური ფილმი ავატარი, სადაც ზუკო იღებს მონაწილეობას და აქედან გამომდინარე უნდოდა დედამისს ეს სახელი შეერჩია. ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაში „იგი“ ლიტერატურულ პერსონაჟს ჰქვია ზუ. როცა გვეკითხებიან ზურაბი? არავითარი ზურაბი ჰქვია ზუ. როცა მოვნათლავთ გამოვაქვეყნებ ნათლობის და მშობლების ფოტოებს. ხშირად დამყავს ბაკურიანში, ვსეირნობთ ქალაქში, რა იქნება მომავალში ყოველდღირად ვატარებ თუ არა არ ვიცი, მაგრამ მარიამიც სტუდენტია და ხელს ვუწყობ ყველაფერში. ძალიან მალე სოფელში გადავალ საცხოვრებლად და იქედან დიდი შრომით და თავდადებით წარვსდგები საზოგაოების წინაშე. ვაპირებ წიგნის დაწერას, ეს იქნება ფსიქოლოგიური კრებული, დაკვირვებების შედეგად იმ ადამიანებზე, ვინც ინსპირაციის წყარო მომცეს და აქცენტი გაკეთდება რა არის ნამდვილი მორწმუნეობა.






