დღევანდელი საღამო თბილისში ხმაურიანად წარიმართა. ოპიზიციის მხარდამჭერებმა, პარტიების ლიდერებთან ერთად ცესკოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
მათ ქვები დაუშინეს ცესკოს შენობას და ღობეზე გადასვლა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა. დაძაბულობა საარჩევნო კომისიასთან რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდებოდა.
ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი აღშფოთებული მოქალაქე გამოეხმაურა, მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
ქეთო თოფურიძე: ოპოზიციის ცარიელი პროვოკაცია. shame
ირინა ონაშვილი: ესაა ხო პანდემიის დროს საკუთარ ხალხზე ზრუნვა ხო??? ოპერატორი ხალხო, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებს!!!!
ხატია სიჭინავა: მიშაო და ტიპმა მიშას კი არა კადაფს გადაუსწრო
მაკა ჩიჩუა: რად უღირთ ხელისუფლებაში დარჩენა ასეთი სახით და ასეთი ძალით …







