მსახიობ მიშა გომიაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა. ის უკვე კლინიკიდან გაწერეს და მკურნალობის კურსს სახლში გადის.
ამის შესახებ გომიაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
“ბევრი ჩემი მეგობარი, ბევრი ნაცნობი თუ უცნობი, (რაც ძალიან მიხარია) მირეკავს, მწერს, აინტერესებთ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა…
მოგახსენებთ: კორონა ვირუსი, ღმერთის წყალობით არ მაქვს!!! 2 კვირა ვიწექი გულის კლინიკაში, არაჩვეულებრივი ექიმების გარემოცვაში, სიკვდილის უფლებაც კი არ მომცეს…
ერთხელ გამიჩერდა გული და იმდენი დენი გაატარეს ჩემში სანამ არ ამიმუშავეს!!! ვიწექი დიაგნოზით: მიოკარდიუმის ქვემო კედლის მწვავე ტრანსმურული ინფარქტი!
გამიკეთეს კორონაროგრაფია-ანგიოპლასტიკა 1 წამლით დაფარული სტენტით. ახლა ვარ სახლში, ცოტა სუსტათ…” – წერს გომიაშვილი.







