ცნობილი მოდელი ლილიანა სუდეკოვა დააკავეს, ამის მიზეზი კი მკვლელობა გახდა.
ლილიანა სუდეკოვა, რომელიც პრიალა ჟურნალების ფოტოსესიებში ხშირად იღებდა მონაწილეობას, მეუღლესთან ერთად სანკტ-პეტერბურგში იმყოფებოდა და ქმარი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
მოდელის თქმით, მეუღლე მასზე ხშირად ეჭვიანობდა და მასზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა.
სანკტ-პეტერბურგში ყოფნის დროს, მათ დაიქირავეს ბინა, სადაც ახლა უკვე გარდაცვლილმა, უცხო გოგონაც აიყვანა.
ის უცხო გოგონასთან ქცევით მეუღლეს აეჭვიანებდა და მაშინ როცა სუდეკოვასთვის უცნობმა ქალმა ბინა დატოვა, ქმარმა მოდელის მოკვლა სცადა, კერძოდ სურდა მისთვის დანა ჩაერტყა, მაგრამ ის მოდელმა მოკლა და სასწრაფოც და პოლიციაც თავად გამოიძახა.
დაკავებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.







