დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თაღლითობის ბრალდებით კრიმინალურმა პოლიციამ გია სურამელაშვილის პროდუსერი ჯიმი მაქაცარია და კიდევ ერთი პირი დააკავა.
ისინი ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის სახელის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს ამერიკის ვიზას პირდებოდნენ.
“პრაიმამბები” ნოე სულაბერიძეს და გია ჯაჯანიძეს დაუკავშირდა.
ნოე სულაბერიძე (პროდუსერი): საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არასდროს მქონია შეხება. მადლობა უნდა ვუთხრა შსს-ს, რომ გახსნა დანაშაული და ბოლოსდაბოლოს ჩემი რეპუტაცია და სახელი საბოლოოდ გადარჩენილია. ძალიან კარგია, რომ ეს საქმე გაიხსნა.
ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოდან არ დამკავშირებიან, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან.
გია ჯაჯანიძე (ტელეწამყვანი): ეს ამბავი ორი წელია მესმის. ოღონდ ვერ მივაკვლიე ვინ იყენებდა ჩემს სახელს. ერთხელ ამერიკის ელჩი გადავიღე გადაცემაში და უფრო გააქტიურდა ხალხი, ეგონათ ელჩის მეგობარი ვიყავი.
ჯიმი მაქაცარიას ცნობით ვიცნობ, კარგი სალმით. არაფერში შემიმჩნევია, არც არაფერი უთხოვია ჩემთვის.
შოკში ჩავვარდი როცა ეს ამბავი გავიგე. ბევრი გვერდია ფეისბუქზე ჩემი სახელით, თავიდან ყველას ვწერდი წაშალეთ-მეთქი. ადამიანზე კი არ უნდა თქვა, რომ გაგეხარდა მისი გაუბედურება, მაგრამ რეპუტაციას მილახავდა და ცუდია.
როგორც კი დამირეკავენ შსს-დან მივალ და ვითანამშრომლებ.







