გამოცემა Page Six-ის ცნობით, რომან აბრამოვიჩის ყოფილი ცოლი დაშა ჟუკოვა შვილს ელოდება. დაშა 2020 წლის იანვარში, ბერძენ მილიარდელზე სტავროს ნიარხოსზე გათხოვდა.
წყვილმა დახურული საქორწინო წვეულება შვეიცარიაში მოაწყო.
“Daily Mail”-ის ცნობით, ქორწილში 300 ადამიანი იყო მიწვეული. მათ შორის იყვნენ დევიდ ბექჰემი, პრინცესა ბეატრისი, ლივ ტაილერი, ორლანდო ბლუმი და სხვები.








