ყოფილი მორაგბე და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი გუნდიდან, დავით კაჭარავა, ყვითელი პრესის ობიექტივში პირველად 2018 წელს მოექცა.
მაშინ ცნობილი გახდა, მორაგბე, ცნობილ ტანმოვარჯიშეს, უმშვენიერეს ქეთევან ხატიაშვილს ხვდებოდა და წყვილი თავიანთ გრძნობებს აღარ მალავდა.


წარსულში ორივე მათგანი დაქორწინებული იყო, კაჭარავას და ხატიაშვილს პირველი ქორწინებებიდან ბიჭი და გოგონა ჰყავთ.
ქეთი ხატიაშვილი საზოგადოებამ პროექტიდან “ცეკვავენ ვარსკვლავები” გაიცნო, რომელიც ხატიაშვილმა მოიგო კიდეც და მას შემდეგ მისი კარიერა წარმატებულად განვითარდა.
ქეთის და დავითს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვართ.


კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ისინი სამოგზაუროდ იაპონიაში იმყოფებოდნენ და სწორედ მაშინ, როცა ყველა ელოდებოდა, რომ ისინი დაქორწინდებოდნენ, ქეთიმ ინსტაგრამიდან კაჭარავასთან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა და პრესა მათი დაშორების შესახებ ალაპარაკდა.
ქეთი ხატიაშვილმა მაშინ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.
თუმცა როგორც ჩანს, წყვილს შორის ყველაფერი დალაგდა და ისინი ისევ შერიგდნენ.
რამდენიმე წუთის წინ, ტანმოვარჯიშემ ინსტაგრამის პირად გვერდზე სთორი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ის რუსთაველზე დავით კაჭარავასთან ერთად სეირნობს.

ქეთი ცხოვრების ჯანსაღ წესს ეწევა და როგორც სთორიდან ირკვევა, არაოფიციალურ ფორმაში ჩაცმულ ახლა უკვე პარლამენტარ რჩეულთან ერთად, ყოველ საღამოს სეირნობს.

წყვილმა დღეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხეც მოინახულა, რომელიც პარლამენტარ დავით კაჭარავას ბუნებრივია უკვე ბევრჯერ აქვს ნანახი, ქეთიმ კი პირველად ნახა და როგორც სოციალურ ქსელში წერს, მისი სილამაზით მოხიბლულია,







