მაშინ როცა მთელი საქართველო ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი ცოლის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ელოდება, ნეკა დოროყაშვილმა გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს.

ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა დიზაინერობა დაიწყო და საკუთარი ბრენდი NEKA შექმნა.
როგორც თავად წერს, მისი თანამშრომლები და თავადაც 24 საათი მუშაობს ახალ წამოწყებაზე.

ნეკა დოროყაშვილმა უკვე შექმნა პირველი საახალწლო კოლექცია, მან ჰუდები გამოუშვა, ოღონდ ლაქშერი ქუდები, რომელიც საახალწლო თემატიკით არის დაპრინტული.










