შაბათი, აპრილი 18, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

ფინანსები, პანდემია, ქორწინება … – რითი იქნება გამორჩეული 2021 წელი

თამარ ბოჭორიშვილი - თამარ ბოჭორიშვილი
დეკემბერი 27, 2020
- Lifestyle, მთავარი ამბავი., სიახლეები
0
ფინანსები, პანდემია, ქორწინება … – რითი იქნება გამორჩეული 2021 წელი
147
გაზიარება
817
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

რამდენიმე დღეში ახალი მეტალის ხარის წელი დადგება. 2021 წელს მსოფლიო განსაკუთრებული იმედით ელოდება, რადგან კორონავირუსის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.
ცოტა ხნის წინ, დედამიწა მეხუთე განზომილებაში გადავიდა და ახალი ეტაპი დაიწყო.
რას მოუტანს მსოფლიოს მეტალის ხარის წელი და მეხუთე განზომილებაში გადასვლა, ამის შესახებ “პრაიმამბებს” ცნობილი ქართველი ასტროლოგი ქეთი ვაწაძე ესაუბრება.
– ქალბატონო ქეთი, პირველ რიგში გვითხარით, რას ნიშნავს დედამიწის მეხუთე განზომილებაში გადასვლა, რა შეიცვალა ამით?
– სულ ახლახანს უმნიშვნელოვანეს პერიოდი დაიწყო დედამიწელებისთვის. 21 დეკემბერს მოხდა ე.წ. კვანტური ნახტომი, დედამიწის მაგნიტურმა ველმა 40 ჰერცსს მიაღწია (შუმანის რეზონანსის მიხედვით, რითიც დედამიწის მაგნიტური ველის სიხშირე იზომება), დედამიწა გადავიდა მე-5 განზომილებაში. ასევე, დაიწყო ახალი ასტროლოგიური, მერწყულის ეპოქა, რომელიც დაახლოებით 2000 წელს გასტანს.
მოკლედ, რომ ავხსნა, ასე უცებ, ერთ დღეში არანაირი ეპოქალური ცვლილება არ ხდება და არც იგრძნობა, ეს არ ხდება არც ერთ-ორ წელიწადში, მაგრამ პროცესი, დაწყებულია. თანდათანობით ყველა იგრძნობს ამას.
თავდაპირველად, დედამიწა იქნება მეხუთე განზომილების ყველაზე დაბალი, 40 ჰერც სიხშირეზე, რომელიც სამომავლოდ თანდათანობით გაიზრდება. პარალელურად მოხდება გამა გამოსხივების ზრდაც და ადამიანის ცნობიერებაც მეხუთე განზომილების სიხშირეებამდე ამაღლდება (მეხუთე განზომილებაში ვიბრაციებს 40-დან 100 ჰერცამდე შეუძლია გაზრდა).
სწორედ ამ, მინიმალური 40 ჰერცის ქონის მოთხოვნილებას უყენებს სამყარო ადამიანებს, რათა მათ შეძლონ ახალ რეალობაში უპრობლემო არსებობა.
ამაზე ადრეც დავწერე და არის მასალები, სადაც მოცემულია თითოეული ემოციის და ჰერცის შესაბამისობა. რაც უფრო მეტად იმყოფება ადამიანი შიშსა და სტრესში, უიმედობაში, მით დაბალი ვიბრაციის მატარებელია, მისი იმუნიტეტი სუსტია და ნებისმიერი დაავადება ადვილად ერევა (შიშის ვიბრაცია – 0,2 ჰერცია, ბრაზი – 0,5, დეპრესია -0,4, ამპარტავნება 0,8 და ა.შ.), ხოლო თუ ადამიანი არის კაცთმოყვარე, სიკეთეს თესავს, ზრუნავს ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, აქვს რწმენა, შეუძლია უპირობო სიყვარული – პირიქით, ყველაფერი მარტივად გამოსდის, მისი ორგანიზმიც ძლიერია და აღდგენის უნარიც საკმაოდ მაღალი აქვს (მადლიერება -45 ჰერცია, დიდსულოვნება -95 ჰერცი, თანაგრძნობა, ბუნების, ადამიანების და ცხოველების სიყვარული, მათზე ზრუნვა – 150 ჰერცი, სამყაროსადმი უპირობო სიყვარული – 250 ჰერცი და ა.შ.)

მეხუთე განზომილებაში ზოგი ადამიანი უფრო წინაც წავა, ის, ვინც მზადაა სრულიად გამოღვიძებისთვის და თუ ადამიანი 100 ჰერცამდე ზრდის ვიბრაციას, მასში უკვე იღვიძებს ზე-შესაძლებლობები (დნმ-ის 12 ძაფის აქტივაციის, მეხსიერების გამოთავისუფლების ხარჯზე), რომელიც თავიდანვე იყო ჩადებული ჩვენში შემოქმედის მიერ. თუ ამ ყველაფერს კარგად გავაცნობიერებთ, მოხდება ადამიანების მასობრივი გამოღვიძება, სულიერი ამაღლება, რეალობა სრულიად შეიცვლება, მეტად მშვიდობიან, ჰარმონიულ სამყაროში გავაგრძელებთ ცხოვრებას.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

და სწორედ ამისთვის მოევლინა ქრისტე თავისი სწავლებით სამყაროს მხსნელად თევზების ეპოქაში, ყველაზე რთულ და ბნელ ,,კალი იუგას,, პერიოდში ორი ათასი წლის წინ, რათა უკვე ხვალინდელი, ,,სატია იუგასთვის,, (ოქროს ხანა) მოემზადებინა ისინი, რათა ეს გადასვლა, სულიერი ამაღლება, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო შესაძლებელი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეერთებოდა თავისი სულიერი სიმწიფით შემოქმედს და ეს ვერ მოხდებოდა, თუ ადამიანები დაბალ სიხშირეებზე დარჩებოდნენ

მოკლედ, დაიწყო მერწყულის 2000 წლიანი ეპოქა, რაც ინოვაციებს, რეფორმატორულობას, თავისუფლების, თანასწორობის პრინციპებს ითვალისწინებს. ეს არის რაციონალიზმის, ახალი ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო მიღწევების, ახალი გამოგონებისა და ხედვების, სულიერად, მენტალურად და ვიბრაციულად ამაღლებული ადამიანების გაერთიანების, ერთობის ეპოქა და ჩვენც, უნდა შევეცადოთ ამ ახალი ეპოქის მოთხოვნების შესაბამისი ვიყოთ, რათა მარტივად გავუმკლავდეთ ახალი ეპოქის გამოწვევებს, სხვაგვარად, არ გამოვა
– როგორი იქნება 2021 წელი? რა მხრივ იქნება განსაკუთრებით წარმატებული და ასევე რთული?

– 2021 წლის მთავარი ტენდენციაა ცვლილებები, ოღონდ ეს ცვლილებები იქნება მშვიდი, თანდათანობითი, ეტაპობრივი. ძველს ენაცვლება ახალი და ეს, შესაძლოა ერთი შეხედვით ვერც კი შევამჩნიოთ
2020 წელთან შედარებით 2021 წელი შედარებით მსუბუქი იქნება ბევრი მიმართულებით. შეგახსენებთ, 2020, ვირთხის წლით დაიწყო სამყაროში ახალი 12 წლიანი განვითარების ციკლი. მართალია 2020 წელი ბევრი ადამიანისთვის უმძიმესი და რთული აღმოჩნდა (თუმცა ბევრმა სწორედ ამ დროს მოახერხა გამდიდრებაც და საკმაოდ დიდი კაპიტალის დაგროვებაც, რაც წლის ტენდენციაში იდო), თუმცა ამას მხოლოდ ვირთხის წელს ნუ დავაბრალებთ. თუ ისტორიას გადავხედავთ ვნახავთ, რომ საუკუნის დასაწყისი ყოველთვის რადიკალურ ცვლილებებთან, მსოფლიო მასშტაბის მოვლენებთან არის ხოლმე დაკავშირებული, სამყაროში კი ყველაფერი გარკვეულ ციკლს ემორჩილება.
მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წელს შეზღუდვების მთავარი პლანეტა, სატურნი თავისუფლების ნიშანში, მერწყულში იმოძრავებს და კვლავ შეეცდება გარკვეულწილად თავისუფლების შეზღუდვას, 2021 მაინც შედარებით მსუბუქი წელი იქნება 2020 წელთან შედარებით, მით უფრო სექტემბრის შემდეგი პერიოდი. რაც ეხება შეზღუდვების მოხსნას, კორონავირუსის გავრცელების შესუსტებს, – ეს ყველაფერი გაზაფხულზეა მოსალოდნელი, აპრილიდან ნელ-ნელა დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, თუმცა, გარკვეული შეზღუდვები შესაძლოა დრო და დრო მაინც გვქონდეს.
რაც ეხება საბანკო – საფინანსო სფეროს, – ამ მხრივ წლის პირველი ნახევარი ჯერ კიდევ რთულია, მით უფრო მარტის ბოლო და შესაძლოა მთლიანად გაზაფხული. მოსალოდნელია ბევრი მოულოდნელობა და ცვლილებები მსოფლიო საბანკო სისტემაში, ფინანსებში. ზაფხულის ბოლოდან, თანდათანობით, ეს სფერო დაიწყებს გამოსწორებას, მაგრამ მანამდე, შესაძლებელია გარკვეული ხასიათის მოულოდნელობების მომსწრენი გავხდეთ – შეგახსენებთ, კუროს ნიშანში ამჟამად იმყოფება მოულოდნელობების პლანეტა ურანი, ასევე, ფიქტიური პლანეტა ლილიტი , რასაც ცოტა ხანში უერთდდება მარსი და ასევე, სამომავლოდ დგება სატურნი – ურანის კვადრატი, რაც გარკვეულ კრიზისულ მდგომარეობას შექმნის საფინანსო სფეროში, არამარტო ჩვენთან, მთელს მსოფლიოში, ამიტომ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, ეკონომიურობა, მოვერიდეთ სპონტანურ საყიდლებს და საეჭვო გარიგებებს. შემოდგომიდან სიტუაცია შედარებით გამოსწორდება, მაგრამ კრიზისის საბოლოოდ დაძლევის შესაძლებლობა, უფრო წლის ბოლოდან, 2022 წლიდან იქნება შესაძლებელი.
– როგორია ხარის წელი?
როგორც იცით 2021 წელი ლითონის, თეთრი, ხარის წელია. ხშირად მეკითხებიან, რატომ თეთრი?
ჩინურ მეტაფიზიკაში ცნობილია აღმოსავლური ზოდიაქოს 12 ნიშანი და ასევე, სტიქიის 5 ელემენტი, ესენია: მიწა, წყალი, ცეცხლი, ხე, მეტალი და თითოეული წელი რომელიღაც ელემენტს შეესაბამება
2021 წელს, თეთრი ხარის წელი დგება, რადგან წლის ელემენტის მიხედვით ეს არის მეტალის ელემენტი, მეტალის ფერი კი თეთრია, აქედანაა სწორედ ხარის თეთრი ფერი.
კონკრეტული ნიშნის ელემენტი მხოლოდ 60 წელიწადში ერთხელ მეორდება, მანამდე კი, შესაძლოა იგივე ნიშნის წელი იყოს, მაგრამ წლის მიხედვით მას სხვა ელემენტი ჰქონდეს. ანუ, 60 წლის წინ, 1961 წელს, ასევე, თეთრი ხარის წელი გვქონდა, შემდეგი, ისევ თეთრი (ანუ მეტალის) ხარის წელი – 2081 წელს გვექნება და ა.შ.. სხვა წლებში კი ხარს, მეტალის ენერგიის ნაცვლად, სხვა ელემენტი ექნება და შესაბამისად, ფერსაც სხვას ვიტყვით (მაგ.: წითელი ხარი, ანუ ცეცხლის სტიქიის, ლურჯი ხარი – წყლის და სხვ.). ეს ,,ფერები,, , ანუ ელემენტები, ხარისხობრივად, მუხტით, ბუნებით სრულიად განსხვავებულ ხასიათს ატარებენ. ა.მ. მეტალის თეთრი ხარი, – მეტად მდგრადი, ამტანი, ნაკლებად ემოციურია, ვიდრე, ვთქვათ, წყლის და ა.შ.
რა სტიქიისაც არ უნდა იყოს ხარი, ის აღმოსავლურ ასტროლოგიაში ცნობილია როგორც რაციონალური, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, კონსერვატორული და მშვიდი ბუნების მატარებელი. მას არ უყვარს ზედაპირულობა და ხშირად, ზედმეტად სერიოზული, ცოტა მძიმეა. და რადგან ხარი 2021 წლის მბრძანებელია, ადამიანებისგან სწორედ ამ თვისებებს მოითხოვს: მხოლოდ რაციონალური გადაწყვეტილებები, შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, საქმისადმი სერიოზული მიდგომა, ნაკლები დროსტარება და ზედაპირულობა, ნაკლები არაპრაქტიკულობა და ღრუბლებში ფრენა. ყველაფერი უნდა იყოს წინასწარ დაგეგმილი, გაანალიზებული, თითოეული ნაბიჯი რაციონალური – მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვაძლევს წარმატებას.
მას არ უყვარს სიზარმაცე, სპონტანურობა და დაუფიქრებელი ნაბიჯები. პასუხისმგებლიანი და ორგანიზებულია. უდიდესი მოთმინების და ატანის უნარით გამოირჩევა, ამიტომ, სხვებისგანაც იგივეს ითხოვს.ამიტომ შემდეგ წელს რაც მეტად წინდახედული, რაციონალური, პრაგმატული გათვლებით ვიცხოვრებთ, არ ვიზარმაცებთ, გამოვიჩენთ შრომის მოყვარეობას, – მეტად წარმატებული წელი გვექნება.
მიუხედავად იმისა, რომ ხარი თავშეკავებული და ხშირად რომანტიკას მოკლებულია, ეს წელი კარგია ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, ვინაიდან ხარი არაა არაპროგნოზირებადი, უყვარს სიმყარე, ერთგულება, სტაბილურობა, ამიტომ ამ წელს შექმნილი ოჯახებიც სიმყარითა და სტაბილურობით იქნება დასაჩუქრებული.
ეს კარგი წელია ასევე აგრარული სფეროსთვის, სოფლის მეურნეობის დარგებისთვის, ყველა ადამინისთვის, ვინც ბუნებასთან, მეცხოველეობასთან დაკავშირებულ სფეროებშია, ვინც მიწასთან მუშაობს ან უბრალოდ, ვისაც ფიზიკური შრომა უწევს – მათ ამ წელში წარმატების იმედი უნდა ჰქონდეთ.
ჯანმრთელობის მხრივ – 2021 წელს ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვოვან სისტემას. ვისაც ვენების, სისხლძარღვების პრობლემები გაწუხებთ, ხშირად გადაიმოწმეთ სისხლი, აიღეთ კოაგულოგრამა, შეამოწმეთ ჰემოგლობინი, ჰორმონები. ასევე, ყურადღებაა საჭირო ყელის ზონის დაავადებების მიმართ, ხოლო წლის მეორე ნახევრიდან ყურადღება მართებს სასუნთქ და ნერვულ სისტემას.

Tags: ასტროლოგიაქეთი ვაწაძე
თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილი

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

“აუცილებელია 40  წელს გადაცილებულმა ყველა ადამიანმა მიმართოს ექიმს” – დაავადება, რომელიც დაბრმავებას იწვევს

თებერვალი 14, 2021

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved