მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ მეორე შვილი მონათლა. პატარა ელია მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიაში გაქრისტიანდა.
ბიჭუნას ნათლიები – პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი და მომღერალი ქრისტინე იმედაძე არიან.
ელია მომღერალს მაისში გაუჩნდა. თაკოს ჰყავს უფროსი ქალიშვილი, გაბრიელაც. მისი მეუღლე მუსიკოსი ბორის მილანოვია.
სამიოდე დღის წინ მომღერალი თავის მეგობრებთან – ნინი ბადურაშვილთან, ქრისტინე იმედაძესთან და ნიკა ნიკვაშვილთან ერთად ბორჯომში ისვენებდა.








