ნინა წკრიალაშვილი წლებია საქართველოდან წავიდა და საბერძნეთში ცხოვრობს. ქართველი მომღერალი და ეპატაჟური ვარსკვლავი, რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო.
დაბადების დღე მან, საბერძნეთში მცხოვრებმა მეგობრებმა მიულოცეს, ნინამ კი ინსტაგრამზე სთორი გამოაქვეყნა.
საბერძნეთში გამგზავრებამდე ნინა, სიმღერის პარალელურად საკუთარი გადაცემის წამყვანი იყო და “რუსთავი 2”-ის ეთერში სილამაზის რჩევებს უზიარებდა მანდილოსნებს.
შემდეგ კი ბერძენ მილიონერს გაუმიჯნურდა და კარიერა მიატოვა.







