თამარ სხირტლაძის სახლში რეპეტიები მიმდინარეობს. ახალბედა რეჟისორი, დათო ჭახრაკია ნამდვილ ამბებზე დაფუძნებულ გერმანულ პიესას დგამს. 91 წლის მსახიობი ებრაელი პროფესორის როლს ძერწავს.
თამარ სხირტლაძე: – თეატრში არ შეგვიშვეს, ასე ჰაერში ვართ გამოკიდებული. ბიჭები რეპეტიციაზე ჩემთან მოდიან. სხვა გზა არ გვაქვს. მეც გულს ვაყოლებ რეპეტიციას. არ ვჩერდებით, რთული პიესაა, ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული.
სცენა მომენატრა… 70 წელი გავატარე სცენაზე. ტყუილად არასდროს ვყოფილვარ. ამ პერიოდში ტყუილად ყოფნის გამო დავთანხმდი რეჟისორს სპექტაკლის თამაშზე. ისიც ძალიან მონდომებულია და უნდა, რომ ეს როლი მე ვითამაშო. არადა, ვეუბნები, ხომ შეიძლება ამ შუა გზაში მოვკვდე, რას შვები მერე, შვილო-მეთქი? ერთხელ ვუთხარი? რას ამბობთ, აღარ დავდგამო. დარწმუნებულია, რომ უნდა ვიცოცხლო და უნდა ვითამაშო. ყოველდღე მირეკავს, როგორა ხართ, როგორა ხართო? ხომ ცოცხალი ვარ, მამოწმებს…







