ნატალი პორტმანმა ქალიშვილის დაბადების დღისთვის მშვენიერი გამოსავალი იპოვა და პატარას წვეულება სიდნეის საჯარო პარკში, ღია ცის ქვეშ მოაწყო.
ნატალი პორტმანის ნაბოლარას, ამალიას 14 თებერვალს 3 წელი შეუსრულდა. მსახიობი ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს.

დაბადების დღიდან გავრცელებულ ფოტოებში ნატალის მეუღლესთან, ფრანგ ქორეოგრაფ ბენჟამენ მილფიესთან ერთად ვხედავთ. როგორც ჩანს, წყვილმა მეორე შვილის დაბადების დღე მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნა და დეკორაციებსა და საკვებზეც თავად იზრუნეს.









