„ქეთი, ჩემო სიცოცხლე, გილოცავ ვალენტინობას, უზომოდ მიყვარხარ“, – ასე მიულოცა სიყვარულის დღე გიორგი ვაშაძემ საკუთარ მეუღლეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ფოტო ამ მინაწერით ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვინ არის გიორგი ვაშაძის მეუღლე და რა როლი აქვს ოჯახს მის ცხოვრებაში?
როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს:
„ჩემთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. სადაც არ უნდა ვიყო, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ის მაძლევს ძალას და მოტივაციას ყველაფრისთვის“.
გიორგი ვაშაძის მეუღლე, ქეთი სიჭინავა, მასზე ბევრად პატრაა. მათ 3 შვილი, მიშკო, დაჩი და ანასტასია ჰყვათ.
„ვენაში გავიცანი ქეთი… პირველივე შეხვედრაზე გამოვართვი ნომერი და დავიწყეთ კონტაქტი, თუმცა ჩემი ცოლი თუ გახდებოდა ვერასდროს წარმოვიდგენდი.
არ დაგიმალავთ და პირველივე გაცნობაზე მომეწონა, სიმპათიბი გამიჩნდა…
მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე პატარაა მუდმივად მხარს მიჭერს.
რა თქმა უნდა, არის აზრთა სხვადასხვაობა, მე უფრო ვთმობ ოჯახის საქმეებში, ქეთი უფრო დიდხანს იბუტება. თუმცა, მის შესარიგებლად ბევრი მექანიზმი არსებობს.
ხან ვეხვეწები რომ შემირიგდეს ხანაც საჩუქრებს ვჩუქნი, არ შემიძლია სახლში ვიყო და ქეთი არ მელაპარაკებოდეს“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ვაშაძე.






