კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მყოფი იტალიის ელჩი ლუკა ატანასიო და მისი თანმხლები კარაბინერი გაეროს საავტომობილო კოლონაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალნენ. განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავდასხმა მოხდა, სამოქალაქო ომის შემდეგ ათობით შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.






