მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში გარდაცვლილ დედას იგონებს. დარჩია ემოციური პოსტით დედას პატიებას სთხოვს.
“დედა, მიყვარხარ და მეყვარები სულ. მაპატიე, რომ შენი სიყვარულის, შენი თავგანწირვის, შვილებისთვის და ოჯახისთვის თავდადების ღირსი ვერ ვარ. მაპატიე, ისე ვერ მოგეფერე, მოგიარე და გაგიფრთხილდი, როგორც შენ ამას იმსახურებდი.
მაპატიე, დეეე, მიყვარხარ და რაც უფრო ბევრი დრო გადის და ჩემი შვილები იზრდებიან, მით უფრო ვხვდები და ვაფასებ შენს ფასს და სიყვარულს.
მადლობა ყველა იმ უძილო ღამეებისთვის, ყოველი ცრემლის და ნერვისთვის, რომელიც ჩემთვის გაიღე. მადლობა და ბოდიში, დეეე…” – წერს მოცეკვავე სოციალურ ქსელში.








