შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ. მათ გამოცდებიც უნდა ჩააბარონ.
„იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“ – რამდენიმე თვის წინ განაცხადა გომელაურმა.
მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, ხშირია საავარიო შემთხვევები, რომელსაც შეკვეთის გადამტანი მოპედის მძღოლები ეწირებიან. როგორც ავტომობილების მძღოლებისგან გაიგონებთ, მოპედებზე მსხდომები თავად ქმნიან საავარიო სიტუაციებს და ავარიებიც, ხშირად, მათი ბრალია.
დრამერი ლევან ჯოჯო აბშილავა მინისტრის ინიციატივას ეხმაურება.
ლევან ჯოჯო აბშილავა: – მშვენიერი!!! ნაკლები უბედურება იქნება და არც ეს “მალალეტკები” დაილეწებიან და არც სხვას დაღუპავენ!!! ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს “მალალეტკები” იმენნა, ორი შაურმით მეტი რომ გაყიდონ, ისეთ სირობებს აკეთებენ რომ!!!!ორბორბლიან ტრანსპორტსაც რომ აძულებენ საზოგადოებას და მოტოს იმიჯს დედას უხნავენ, კამიკაძეები რომ არიან!!!!
სხვა ქვეყნებშიც დადიან, მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს!!! მენტალურ-ასაკობრივი პრობლემაა და დროულად უნდა მოგვარება, სანამ კიდევ ბევრი მსხვერპლი იქნება. მთელი თვის ნაშოვნ ფულს რომ ჯარიმაში გადაიხდიან, მერე მოვლენ აზრზე, კომპანიებსაც უნდა დაეკისროთ ვალდებულებები, რომ რომელი ფირმის კურიერიც სირობას გააკეთებს, კომპანიაც დაჯარიმდეს! თვითონვე გაამკაცრებენ და კურიერებიც აზრზე მოვლენ!!! ჯერ ხო ნახევარზე მეტი ისეთი გაუმართავი სკუტერებით დადიან, რომ კაროჩე…







