სალომე გოგიაშვილი მშობლებს ბევრი შვილის ყოლისკენ მოუწოდებს. თავად დედისერთა, 4 შვილის დედა ფიქრობს, რომ ცხოვრებაში დედმამიშვილი მნიშვნელოვანია.
„გააჩინეთ ბევრი შვილი, და-ძმა აუცილებელია ადამიანისთვის. მე არცერთი მყავს და რაც უფრო მემატება ასაკი, უფრო მწყდება გული, რომ არ ვიცი ეს შეგრძნება რა არის, მათი სიყვარული.
ბავშვობის ოცნებებში ყოველთვის ვიგონებდი მათ არსებობას და ზოგჯერ მომიტყუებია კიდეც, რომ მყავს, იმდენად მინდოდა.. ამიტომაც დღეს მე 4 მყავს და ვიცი, როგორც არ უნდა უჭირდეთ, რაც არ უნდა დასჭირდეთ, მათ ერთმანეთი ეყოლებათ და ეს მთავარია ჩემთვის როგორც დედისთვის…
ხვალ რომ არ ვიყო მათ ერთმანეთი ეყოლებათ და იმას რასაც სულ ვასწავლი, ერთმანეთის უზომო სიყვარულს აუცილებლად გამოადგებათ“, – წერს სალომე გოგიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:







