მარჯანიშვილის თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ლევან წულაძე და მსახიობი მანანა კოზაკოვა ბებია-ბაბუა გახდნენ. გუშინ მათ ქალიშვილს, სუხიშვილების მოცეკვავე თინათინ წულაძეს შვილი შეეძინა.
ოჯახმა უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო.
„უღრმესი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის! პირველ რიგში ყველაზე დიდი მადლობა ბატონ დავით და თინათინ გაგუებს. წარმოუდგენლად დიდი ყურადღებისთვის და პროფესიონალიზმისთვის გაგუას კლინიკის სრულიად ყველა თანამშრომელს ამ ფანტასტიურ კლინიკაში“, – დაწერა თინათინ წულაძემ სოციალურ ქსელში.
თინათინი 2019 წელს დაქორწინდა, მისი მეუღლე გიორგი კოტეტიშვილია. წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა.
ასევე დაგაინტერესებთ:









