ორშაბათი – დღე როდესაც ბევრი ადამიანისთვის ახალი სამუშაო დღე იწყება. ამ დღეს ადამიანებს განსაკუთრებით აინტერესებთ როგორი იქნება მათი დღეები მთელი კვირის განმავლობაში.
გთავაზობთ ასტროლოგიურ პროგნოზს 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით:
ვერძი
იყავით უშიშარი, კრიზისული სიტუაციების დაძლევა მეტად გაგაძლიერებთ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. ახალი კავშირები ნაკლებად მოგანიჭებენ ბედნიერებას.
კურო
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თანამშრომლებთან. ახალი სასიყვარულო კავშირი უფრო ვნებაზე იქნება აწყობილი, ვიდრე რომანტიკაზე. დაწყვილებულებმა ახლობლებსა და საყვარელ ადამიანზე დრო თანაბრად გადაანაწილეთ.
ტყუპი
მთელი დრო სამსახურის საქმეების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. საყვარელ ადამიანს მშვიდად აუხსენით თქვენი შინ არყოფნის მიზეზი და ეჭვებს ნუ აღუძრავთ. თუ ხვდებით, რომ ვალდებულებებს ვერ გაუმკლავდებით, დამხმარე მოძებნეთ.
კირჩხიბი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან. მამაკაცები დააფასებენ თქვენს გონიერებას, ნიჭს. ჰარმონიული პერიოდი დაგიდგებათ დაწყვილებულებს. პარასკევს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ.
ლომი
შეხვედრებისა და საქმეების მოგვარების კვირაა. მოერიდეთ კონფლიქტებს პარტნიორებთან. საყვარელ ადამიანსა და მშობლებს შორის ურთიერთობა მშვიდად უნდა დაარეგულიროთ. მარტოხელებმა შეიძლება ფარული რომანტიკული კავშირი გააბათ.
ქალწული
საჩუქრებისა და სიურპრიზებისთვის მოემზადეთ. ამ კვირაში გულს უფრო უნდა დაუჯეროთ, ვიდრე გონებას. განსაკუთრებით, თუ ადამიანი მოგწონთ. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ.
სასწორი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს. იყავით მშვიდი და გააზრებულად იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანთან რომანტიკულ გარემოში განმარტოება ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ. მარტოხელები რომანტიკული ნაცნობობა გელით.
მორიელი
დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება. მზად იყავით სირთულეების გადალახვისთვის. უნდა მოინდომოთ, რომ გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. იყავით რბილი და მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ.
მშვილდოსანი
ჩაინიშნეთ ახალი იდეები, მაგრამ მათ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. სიახლეები და თავგადასავლები გსურთ. რომანტიკული მოგზაურობა საუკეთესო მოგონებებს დაგიტოვებთ, თუმცა, სირთულეების ერთად გადალახვა კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს.
თხის რქა
ცვლილებების დროა, უნდა დაასრულოთ ერთი ეტაპი, რომ გადახვიდეთ მეორეზე. შვებულება რომანტიკულ თავგადასავლად აქციეთ. იყავით მომართული დასვენებაზე და არა მუშაობაზე. მარტოხელები საინტერესო ნაცნობობა გელით მგზავრობისას.
მერწყული
მოვლენებისა და შეხვედრების კვირაა, – საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. მოსინჯეთ საკუთარი ძალები. საქმეები ისე გადანაწილეთ, რომ საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ.
თევზები
იუმორი და ფილოსოფიური მსჯელობა ყველა უსიამოვნებას გაფანტავს. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, საინტერესო ადგილებში შეიძლება საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, ვისთანაც რომანტიკულ ურთიერთობას გააბამთ. ზოგიერთის ცხოვრებაში შეიძლება ყოფილი გამოჩნდეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
- ბელიაშვილის „ქეიფ თაუნ“ ქუჩის რიგითი რესტორნის დონის მომღერალი – თამარ ივერი იურმალას ქართველ მონაწილეზე
- გარდაცვლილი და-ძმა, დედა-შვილი, ცოლ-ქმარი – კორონავირუსს შეწირული ოჯახები
- არის თუ არა ჯოგური იმუნიტეტი კორონავირუსთან მიმართებაში ეფექტური – გიორგი ფხაკაძის განმარტება
- იქნება თუ არა უახლოეს პერიოდში დამატებითი შეზღუდვები – ამირან გამყრელიძის პასუხი
- ქუთაისში გადაიხადეს ქორწილი, სადაც ჯარიმის თანხა ხარჯებში გაითვალისწინეს – რამ აღაშფოთა მაკა ჩიჩუა







