თამუნა მუსერიძეს მის მეუღლეს, მსახიობ სანდრო მიკუჩაძესა და მათ შვილს, მარიანას კორონავირუსი დაუდასტურდათ – ამის შესახებ მან instgram ვიდეოში ისაუბრა.
„კორონა დაგვიდასტურდა, დაუდასტურდათ სანდროს და მარიანას, ორი დღე ჰქონდა მარიანას სიცხე და გვეგონა, რომ გაციებული იყო, მაგრამ მამამისის დაჟინებული მოთხოვნით გავუკეთეთ ტესტი და დაუდასტურდა.
არც სანდროს და არც მარიანას აღარ აქვთ სიცხე, მე არც მქონია, არანაირი სიმპტომი, არანაირი გემოს და სუნის დაკარგვა. აბსოლუტურად არაფერი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს კორონა“ – ამბობს თამუნა.







