ყელის და დეკოლტეს მიდამოებში კანი დაბერებას ყველაზე ადრე იწყებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ამ ადგილზე ცხიმოვანი უჯრედები ფაქტიურად არ არის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დეკოლტეს და ყელის მიდამოების კანზე ზრუნვა ადრიანად დავიწყოთ.
შესაძლოა თქვენ ჯერ არ გაქვთ გამოხატული დაბერების ნიშნები, მაგრამ პირველ რიგში დეკოლტეს მოვლაზე უნდა დაიწყოთ ზრუნვა. ცნობილია, რომ კოლაგენი ადამიანის სხეულში კლებას 20 წლის ასაკიდან იწყებს, შესაბამისად დაბერების პროცესიც იწყება. სწორედ ამიტომ 20 წლის ასაკის ზემოთ, ყველა ქალის ყოველდღიური რუტინის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ყელის და დეკოლტეს ნაწილზე ზრუნვა.

სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ამბობს უარს, მზისგან დამცავი კრემის რეგულარულ გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ მზე სახეზე მეტად სწორედ დეკოლტეზე ხვდება ადამიანს.
გახსოვდეთ, დეკოლტეს და ყელის კანის დაბერების პროცესის შესაჩერებლად, სპეციალიზებული კრემები უნდა გამოიყენოთ. დაუშვებელია სახის კრემის დეკოლტეზე წასმა, რადგან კანს ყველგან ინდივიდუალური და განსხვავებული სტრუქტურა აქვს.
ექსპერტების რეკომენდაციით, გამოიყენეთ ა და ც ვიტამინები, ასევე მჟავის შემცველი პროდუქცია. ჰიალურონის მჟავა, მიირთვით ბევრი ხილი. ასევე, კრემი წაისვით ქვემოდან ზევით ხელის მოძრაობით, რადგან ამით კანი უფრო ტონუსში იქნება.






