ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
No Result
View All Result
Primeambebi.ge
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
  • სიახლეები
  • TOP ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
    • ჯანმრთელობა
    • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ფოტოგალერეა
  • ვიდეო
No Result
View All Result
Primeambebi.ge
No Result
View All Result

რამდენი ხნით ადრე უნდა გავიკეთოთ ფილერი კორონავირუსის ვაქცინაციამდე?

PRIMEAMBEBI.GE - PRIMEAMBEBI.GE
ივნისი 1, 2021
- კვირის TOP 5, სიახლეები, ჯანმრთელობა
0
რამდენი ხნით ადრე უნდა გავიკეთოთ ფილერი კორონავირუსის ვაქცინაციამდე?
320
გაზიარება
1.8k
ნახვა
გაზიარება Facebook-ზე

უკვე წელიწადზე მეტია მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ვირუსისგან თავის დასაცავი ვაქცინა კი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და ჯერ განსაკუთრებული სანდოობა მოსახლეობაში არ შეუძენია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინაციას თავი უნდა აარიდონ ფილერის და ბუნებრივი შემავსებლების მომხმარებელმა ადამიანებმა.

ასევე იხილეთ

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

ვაქცინაციამდე რამდენი ხნით ადრე უნდა გაიკეთოს ადამიანმა ფილერი და ბოტოქსი ამის შესახებ „პრაიმამბებს“ კლინიკა „ჰეალაინის“ პლასტიკური ქირურგი არჩილ შათირიშვილი ესაუბრა.

არჩილ შათირიშვილის თქმით, ბოტოქსი ვაქცინაციის დროს არანაირი გვერდით მოვლენებს არ იწვევს.

– ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, როცა ვაქცინაციამ რეაქცია გამოავლინა ფილერზე, თუმცა ჰოსპიტალიზაციამდე საქმე არცერთხელ არ მისულა.

მოგეხსენებათ ფილერი უცხო სხეულია, მეორეს მხრივ ვაქცინა არის აგრესორი თავისი შიგთავსით, რომელიც რაღაც დონეზე გავლენას ახდენს ორგანიზმზზე და ამ ორი ნივთიერების ერთმანეთზე ზემოქმედების შედეგად, ადგილი ჰქონდა ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას.

კერძოდ, იმ ადგილზე სადაც ფილერია განთავსებული, მოხდა ქსოვილის ანთებითი შეშუპება და ოდნავ ტემპერატურის მატება. ამბობენ, რომ ეს რეაქცია მაქსიმუმ სამი დღის მანძილზე გაგრძელდა და ადეკვატური მედიკამენტოზური თერაპიის ფონზე პრობლემა ყველა შემთხვევის დროს ალაგდა.

– ფილერის გაკეთებიდან, რამდენ ხანში არის შესაძლებელი ვაქცინაციის ჩატარება?

– ფილერის გაკეთებიდან მინიმუმ 2 კვირა, მაქსიმუმ 6 თვე უნდა იყოს გასული ვაქცინაციამდე.

ინდივიდუალურია ეს საკითხი, იმიტომ რომ არავინ იცის კონკრეტულ შემთხვევაში რა რეაქცია ექნება ვაქცინაციას.

ჩემს პაციენტებსაც ჰქონდა თანარეაქცია ვაქცინაციის შემდეგ, ეს იყო ფილერის ოდნავ შეშუპება, რომელიც მალე ალაგდა.

რაც შეეხება ბოტოქსს, არანაირი თანარექაცია ბოტოქსზე არ დაფიქსირებულა. ბოტოქსი ბუნებრივი შემავსებელი არ არის და ქსოვილში არ ჩერდება.

– სხვადასხვა წარმოების ფილერებია მსოფლიოში გავრცელებული, აქვს თუ არა მწარმოებელს მნიშვნელობა?

– თანამედროვე ფილერების უმეტესობა, ერთიდაიგივე – ჰიალურონის ბაზაზე არის დამზადებული, შესაბამისად მწარმოებელს მნიშვნელობა არ აქვს. საფუძვლიანი კვლევა ჯერჯერობით არ გაკეთებულა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ უფრო ფილერის დოზას გააჩნია, რა თანარეაქცია ექნება პაციენტს ვაქცინაციის შემდეგ.

მე პაციენტებს ვურჩევ, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ, გარკვეული პერიოდი თავი შეიკავონ ბუნებრივი შემავსებლებისგან.

 

 

PRIMEAMBEBI.GE

PRIMEAMBEBI.GE

დაკავშირებული სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია
სიახლეები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას
სიახლეები

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

- Prime Ambebi
მაისი 28, 2024
ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
სიახლეები

ლიბერთი ბანკის სერვისები, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა
სიახლეები

ბინები ვაკის პარკთან: საცხოვრებელი კომპლექსების უპირატესობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა
სიახლეები

ბლენდერი და ჩაიდანი: სამზარეულოს ორი აუცილებელი მოწყობილობა

- Prime Ambebi
მარტი 30, 2023
მეტის ნახვა

რეკომენდირებული

No Content Available

არ გამოტოვოთ

No Content Available

გაფრთხილება

გამოქვეყნებული მასალების კოპირება ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად დაუშვებელია

კატეგორიები

Lifestyle
ვიდეო
ინტერიერი
კვირის TOP 5
მსოფლიო
სიახლეები
სკანდალი
ტოპ სიახლე
ფოტოგალერეა
შოუბიზნესი
ჯანმრთელობა

12+

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved 

No Result
View All Result
  • სიახლეები
  • ტოპ ნიუსი
  • მსოფლიო
  • სკანდალი
  • Lifestyle
  • ჯანმრთელობა
  • შოუბიზნესი
  • კვირის TOP 5
  • ინტერიერი
  • ვიდეო
  • ფოტოგალერეა
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PRIMEAMBEBI.GE - All rights reserved